უშანგი გოჯიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უშანგი ივანეს ძე გოჯიაშვილი (დ. 4 ნოემბერი, 1933, დაბა თიანეთი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 2007, სოჭი, რუსეთი) — ქართველი სამთო ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1957). 1957–1965 მუშაობდა დონბასში (უკრაინის სსრ) შახტების მშენებლობაზე, 1965-1986ენგურჰესის მშენებლობაზე (1981-1986 — ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი). 1986–1988 წლებში იყო საქართველოს სსრ საავტომობილო გზების მინისტრის მოადგილე, 1988–1997 წლებში — „თბილმეტრომშენის“ გენერალური დირექტორი, 1997–2000 წლებში — „თბილმეტრომშენის“ უფროსის მოადგილე და „თბილმეტრომშენის“ ეკატერინბურგის ფილიალის ხელმძღვანელი. 2000 წლიდან მუშაობდა რუსეთში, ქ. სოჭში საგვირაბო რაზმის მთავარ ინჟინრად, შემდეგ მთავარ ტექნოლოგად და გენერალური დირექტორის მრჩევლად. მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია (1988), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1993), ღირსების ორდენი (1997).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]