უშაკოვის ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უშაკოვის ორდენი

უშაკოვის ორდენი (რუს. Орден Ушакова) — სამხედრო ორდენი ყოფილ საბჭოთა კავშირში. დააწესა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1944 წლის 3 მარტს. უშაკოვის ორდენით აჯილდოებდნენ სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცრებს დიდმნიშვნელოვანი საზღვაო ოპერაციების დამუშავებისა და ჩატარებისათვის. უშაკოვის ორდენი ხუთქიმიანი ვარსკვლავია, შუაში აქვს თედორე უშაკოვის რელიეფური გამოსახულება; ორი ხარისხისაა: I ხარისხის ორდენი მზადდება პლატინისა და ოქროსაგან, II ხარისხისა — ოქროსა და ვერცხლისაგან. ატარებდნენ მკერდის მარჯვენა მხარეს. სუვოროვის ორდენის შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]