უშაკოვის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უშაკოვის კუნძული
მშობ. სახელი: Остров Ушакова

მდებარეობა კარის ზღვაში
გეოგრაფია
მდებარეობა კარის ზღვა
კოორდინატები 80°48′ ჩ. გ. 79°29′ ა. გ. / 80.800° ჩ. გ. 79.483° ა. გ. / 80.800; 79.483
ფართობი 328 კმ²
უმაღლესი წერტილი 350 მ
ფედერაციული სუბიექტი კრასნოიარსკის მხარე
დემოგრაფია
მოსახლეობა 0
უშაკოვის კუნძული — რუსეთი
უშაკოვის კუნძული

უშაკოვის კუნძული (რუს. Остров Ушакова) — კუნძული კარის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ფართობი 328 კმ²,[1] სიმაღლე 350 მეტრამდე. დაფარულია 15–20 მეტრის სიმაღლის მყინვარული ქუდით. აღმოაჩინა საბჭოთა ექსპედიციამ 1935 წელს ყინულმჭრელი ორთქლმავლით „სადკო“. სახელი ეწოდა გიორგი უშაკოვის პატივსაცემად.[2] 1954 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე ფუნქციონირებდა პოლარული სადგური.[1]

ადამიანების გამოჩენასთან ერთად კუნძულზე ცხოველებიც გამოჩნდნენ. 1955–1962 წლებში 104 თეთრი დათვი დაფიქსირდა სადგურის სიახლოვეს. 1959 წელს კი სადგურის ნაგობობებს შორის პოლარული მეთოვლიის ბუდე აღმოაჩინეს.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Грек, Александр; Каменев, Андрей. (22 декабря 2013) Остров Ушакова. National Geography Россия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-28. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2020.
  2. Ушакова остров // Большая Советская Энциклопедия / Гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская Энциклопедия, 1977. — Т. 27 : Ульяновск — Франкфорт. — С. 165. — 632 000 экз.