უქიმერიონი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უქიმერიონი (მრავალმნიშვნელოვანი).

„უქიმერიონი“ — ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ყოველთვიური ჟურნალი, გამომცემელი — მხატვრული მწერლობის ქუთაისის კავშირის გამომცემლობა. გამოვიდა 1922 წელს ქუთაისში, გამოიცა 6 ნომერი. გამომცემელი — სარედაქციო კოლეგია. ჟურნალში დაბეჭდილია ტერენტი გრანელის, ჯ. ჯორჯიკიას, დ. თომაშვილის, შ. ჩარკვიანის, ი. ჯორჯაძის, ვიქტორ გაბესკირიას, ს. კვანტალიანის, დია ჩიანელის (ჩხეიძე), ვ. წერეთლისა და სხვათა ლექსები, ნოველები, მინიატიურები, სტატიები; გაშუქებულია ქართველ სიმბოლისტებისა და ფუტურისტების შემოქმედებითი მეთოდის ზოგიერთი საკითხი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]