უფსალის საკათედრო ტაძარი
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/19/Domkyrkan_i_Uppsalas_stadsbild.jpg/200px-Domkyrkan_i_Uppsalas_stadsbild.jpg)
უფსალის საკათედრო ტაძარი (შვედ. Uppsala domkyrka) — ლუთერანული ტაძარი შვედეთის ქალაქ უფსალაში, აგებული XIII საუკუნეში. ის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა ქვეყანაში, ხოლო 118.7 მეტრით ყველაზე მაღალია სკანდინავიაში. დიდი ხნის განმავლობაში ტაძარს ქვეყნის მმართველების კორონაციისთვის იყენებდნენ, ამჟამად კი აქ საეკლესიო ღვთისმსახურებას ატარებს შვედეთის არქიეპისკოპოსი.