უფლის კვართი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სვეტიცხოველი
ხატი „ივერიის დიდება“, რომელზეც გამოსახულია „სვეტი ცხოველი“

უფლის კვართიღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი, იესო ქრისტეს პერანგი. როგორც ცნობილია, ღვთისმშობელმა თავი ტაძრის მსახურებას შესწირა და კარგად იცოდა რელიგიური წეს-ჩვეულებები. რადგან ძველი აღთქმის მიხედვით, მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა სამოსელთან ერთად, აუცილებლად უნდა სცმოდა ნაქსოვი კვართიც, ღვთისმშობელმ გადაწყვიტა თავისი ძისთვის, როგორც მღვდელთმოძღვრისთვის, მოექსოვა კვართი.

ვიკიციტატა
„ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად“

ახალი წელთაღრიცხვის 33 წელს გამართულ ქრისტეს სამსჯავროზე სინედრიონმა ქართლიდან ორი ებრაელი — ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი მიიწვია. ისინი იერუსალიმში გვიან ჩავიდნენ და იესოს გასამართლებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მცხეთელი ებრაელები ქრისტეს ჯვარცმას დაესწრნენ და უფლის კვართი საქართველოში ჩამოაბრძანეს.

მცხეთაში დაბრუნებულ ელიოზს შეეგება მისი და, სიდონია, რომელმაც გულში ჩაიკრა კვართი, გოდებით მოისმინა ქრისტეს ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. გარდაცვლილს კვართი ვერაფრით გამოართვეს. მცხეთელი ებრაელები იძულებული გახდნენ, სიდონია კვართთან ერთად დაეკრძალათ. მალე ქალწულის საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა, რომელიც სურნელს აფრქვევდა და მირონი სდიოდა.

სვეტიცხოველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

326 წელს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ლოცვით, ქართლის მეფე მირიან III ქრისტიანად მოინათლა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. უფლის კვართის დაკრძალვის ადგილას ეკლესიის აგება გადაწყდა. კვიპაროსის ხე საგანგებოდ მოჭრეს მშენებლობისთვის და ეკლესიის საძირკველთან მიიტანეს, მაგრამ მისი სვეტად აღმართვა ვერ შეძლეს. წმიდა ნინომ მთელი ღამე ილოცა მოწაფეებთან ერთად. გამთენიისას ნათლით შემოსილი ანგელოზი ჩამოვიდა ზეციდან, ხელი მოჰკიდა სვეტს და აღმართა. ღვთიური ნათლით გაბრწყინებული სვეტი ჰაერში გაჩერდა თორმეტი წყრთის სიმაღლეზე. მთელი მცხეთა დაიძრა ნათლითმოსილი სვეტის თაყვანსაცემად. სვეტთან მიახლოვებისთანავე ავადმყოფები იკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ, ხოლო დავრდომილები ფეხზე დგებოდნენ. კვართი დამარხულია „სვეტი ცხოვლის“ ქვეშ. XII საუკუნეში ნიკოლოზ გულაბერისძემ ქრისტეს კვართს სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა.

ტაძრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2001.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]