უფლისციხე (ნასოფლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უფლისციხე (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი უფლისციხე 1970-1977 წლებში

უფლისციხის ნასოფლარი — ნასოფლარი გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თბილისიდან 85 კმ-ში, ისტორიული ციხე-ქალაქის, უფლისციხის კომპლექსის დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

სოფელი XX საუკუნის 70-იან წლებამდე არსებობდა, რომელმაც ნასახლარის სახე კლიმატის ცვლილების გამო მიიღო. ეს ადგილი, დიდი ხნის განმავლობაში, დასახლებული პუნქტი იყო. ამ სოფლის არსებობა, 1957 წლის შედგენილ ტოპოგრაფიულ რუკაზეცაა დადასტურებული, აქ ცხოვრობდა 200 ოჯახზე მეტი.

გორის 1920 წლის მიწისძვრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ უფლისციხის სამსართულიანი კოშკი. გადაღ. ბარონ დე ბაის მიერ.
კოშკის ნანგრევი, გადაღებული ბარონ დე ბაის მიერ გადაღებული მხრიდან. 2014 წელი.

დიდი ზიანი მოუტანა სოფელ უფლისციხეს გორის 1920 წლის მიწისძვრამაც. კერძოდ ძველ ფოტოებზე სოფელის სასაფლაოზე არსებული სამსართულიანი კოშკი-სამრეკლო და ორი დარბაზული ეკლესია შემდგომ ფოტოებზე აღარ შეიმჩნევა. ძველი უფლისციხის სოფლის ფოტოები სულ რამდენიმეა შემორჩენილი.

კლიმატური ცვლილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრე, მდინარე მტკვარი, სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინებოდა. გეოგრაფიის დოქტორის, ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილის სიტყვებით,

ვიკიციტატა
„აქ კი იყო ბოსტნები, ვენახები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. რეალურად ბოლო ათეული წლების განმავლობაში მდინარეთა ქსელმა მიმართულება შეიცვლა. მდინარის წყლის რაოდენობის რამდენიმეჯერ მომატებისას, ეს ადგილი გაჭრა და სოფელ უფლისციხის დასავლეთის მხარე გარესამყაროს მოწვიტა.“

ასისტენტ პროფესორი დვალაშვილი განმარტავს, რომ გარდა კლიმატური ცვლილებებისა, სოფლის სახნავ–სათესი სავარგულების მდინარის მიერ გადარეცხვა–ეროზია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გავრცელებულ ბუნებრივ კანონზომიერებას უკავშირდება. მდინარე მტკვარმა უფლისციხის კომპლექსაც საფრთხე შეუქმნა. 2007 წლამდე გვირაბში წყალი შედიოდა. შემდეგ კი, მდინარემ ძველ კალაპოტში გადაინაცვლა და დინება იქ დაიწყო, სადაც ადრე მოედინებოდა. მანამდე, კი ახალი სოფელი გაჩნდა მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს.

ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით 1977 წელს, მდინარის მარჯვენა მხარეს, ძველი უფლისციხიდან ახალ სოფელ უფლისციხეში გადასახლებული 76 ოჯახი ირიცხებოდა. ახალ დასახლებაში სახლები მდინარის სანაპირო ზოლში გააშენეს.

ვიკიციტატა
„მათ არ მისცეს შესაბამისი რეკომენდაცია, რომ მდინარეს უნდა დაშორებოდნენ. მდინარესთან ახლოს თვითნებურად დასახლდნენ 90-იან წლებში. მდინარის პირას დასახლებული სახლები მდინარე მტკვარმა დატბორა, რადგან თავის კალაპოტში წავიდა.“

– ამბობს გიორგი დვალაშვილი და იქვე ამატებს, რომ

ვიკიციტატა
„ამ ნასახლარზე იმიტომ აღარ დარჩა მოსახლეობა, რომ სავარგულები, მისასვლელი გზა გადაირეცხა. თუმცა საცხოვრებელი ადგილის დიდი ნაწილს ეროზია არ შეხებია. ხოლო მტკვრის მარცხენა მხარეს შეიქმნა სხვადასხვა საწარმო, აგრეთვე ახლოს გადიოდა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, ყოველივე ამის გამო მოსახლეობა იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინათ და ყოფილი სოფლის მახლობლად ახალ ადგილას დასახლებულიყვნენ.“

ფოტოალბომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]