შინაარსზე გადასვლა

უფლებანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უფლებანი

უფლებანის ანგელოზთა მოზაიკა ფლორენციის ბაპტისტერიუმიდან

უფლებანი (ძვ. ბერძნ. κυριότητες, ლათ. dominationes) — ანგელოზთა 9 დასიდან ერთ-ერთი. ქრისტიანული რელიგიის მიერ შემუშავებულ ანგელოზთა იერარქიაში, „უფლებანი“ საშუალო იერარქიის პირველ დასს განეკუთვნებიან (უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი).

იხსენიებიან ახალი აღთქმის კოლასელთა და ეფესელთა მიმართ ეპისტოლეებში:

  • „რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.“ [რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა.] (კოლ. 1,16);
  • „...რომლითაც იმოქმედა ქრისტში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში, ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც“ [...რომელ ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა, უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელ სახელ-დებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას.] (ეფეს. 1,20-21).
  • გაბიძაშვილი ე., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007.  გვ. 889, ISBN 978-99940-69-47-7.