უფიცის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აღდგენილი ნიობეს ოთახი,რომელიც წარმოადგენს გვიანდელი ელინისტური ხელოვნების რომაულ ასლს.
დერეფნის ხედი. თავდაპირველად კედლები გობელენებით იყო დაფარული.

უფიცის გალერეა (იტალ. Galleria degli Uffizi [ɡalleˈriːa deʎʎ ufˈfittsi]) — ცნობილი ხელოვნების მუზეუმი. მდებარეობს ფლორენციის ისტორიულ ცენტრში, ტოსკანის რეგიონში, იტალიაში. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მონახულებადი, უდიდესი და ცნობილი მუზეუმია, რომელიც ინახავს ფასდაუდებელი ნამუშევრების კოლექციას, განსაკუთრებით იტალიის რენესანსის პერიოდისას.

მედიჩების სახლის მმართველის გარდაცვალების შემდეგ, მათი სამხატვრო კოლექციები საჩუქრად გადაეცათ ქალაქ ფლორენციას , რომელთანაც მოლაპარაკება ანა მარია ლუიზამ, მედიჩის ბოლო მემკვიდრემ აწარმოა. უფიცი ერთ-ერთი პირველი თანამედროვე მუზეუმია. გალერეა მეთექვსმეტე საუკუნიდან მასპინძლობს დამთვალიერებლებს, 1865 წელს კი ოფიციალურად მიენიჭა მუზეუმის სტატუსი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუმრები აკვირდებიან მიქელანჯელოს ნახატს „დონის მადონას“.უფიციმ 2016 წელს ორ მილიონზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა, რამაც მას იტალიაში ყველაზე მონახულებადი ხელოვნების გალერეის სახელი მიანიჭა. დღეს იგი ამ განხრით მსოფლიოში 25-ე ადგილს იკავებს.

უფიცის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო ჯორჯო ვასარიმ 1560 წელს Cosimo I de 'Medici– სთვის, რათა იქ განთავსებულიყო ფლორენციის მაგისტრატების ოფისები, ამიტომ მუზეუმის სახელი uffizi ,სიტყვასიტყვით ითარგმნება,როგორც „ოფისები“. მოგვიანებით მშენებლობა გააგრძელეს ვასარის მოსწავლეებმა- ალფონსო პარიჯიმ და ბერნარდო ბუონტალენტმა; იგი დასრულდა 1581 წელს. მათივე ინიციატივით ზედა სართული გალერეად გადაკეთდა ოჯახის და მათი სტუმრებისთვის.იგი რომაული ქანდაკებების ვრცელ კოლექციას მოიცავს.

Cosimo de 'Medici — ლუიჯი მაგი და Andrea Di Cione (Orcagna) — ნიკოლო ბაზზანტი

უფიციმ ერთი სახურავის ქვეშ მოიცვა ადმინისტრაციული ოფისები და სახელმწიფო არქივი.თავდაპირველი რესტავრაციის პროექტი მიზნად ისახავდა მედიჩის კოლექციების პრემიერ ნამუშევრების ჩვენებას. გეგმას ასრულებდა დიდი ჰერცოგი ფრანჩესკო I.

წლების განმავლობაში სასახლის უფრო მეტი მონაკვეთი დააკომპლექტეს, რომ იქმედიჩების მიერ შეგროვებული ან შეკვეთით შესრულებული ნახატები და ქანდაკებები გამოფენილიყო. მრავალი წლის განმავლობაში 45 – დან 50 ოთახამდე გამოიყენებოდა XIII – XVIII საუკუნეების ნახატების საჩვენებლად.[2]

თანამედროვე დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი უზარმაზარი კოლექციის გამო, უფიცის მუზეუმის გაფართოება გახდა საჭირო.ეს პროექტი დასრულდა 2006 წელს.მათ დაახლოებით 6000 მ², თითქმის 13000 მ²-მდე გაზარდეს, რამაც საზოგადოებას საშუალება მისცა ენახა მრავალი ისეთი ნამუშევარი, რომელიც ადრე საცავებში ინახებოდა.

1989 წელს დაწყებული „ახალი უფიცის“ სარემონტო პროექტი წარმატებით მიმდინარეობდა 2015–2017 წლამდე.[3] იგი მიზნად ისახავდა ყველა დარბაზის მოდერნიზებას და საგამოფენო სივრცის გაორმაგებას. დაიგეგმა ახალი გასასვლელი და განახლდა განათების, კონდიცირებისა და უსაფრთხოების სისტემები. მშენებლობის დროს მუზეუმი ღია დარჩა, თუმცა ნამუშევრები დროებით სხვა ადგილას გადაიტანეს.[4] მაგალითად, ბოტიჩელის ოთახები და ორი სხვა ოთახი რენესანსის ადრეული ნახატებით თხუთმეტი თვის განმავლობაში დაიხურა, მაგრამ 2016 წლის ოქტომბერში გაიხსნა.[5]

COVID-19-ის პანდემიის გამო მუზეუმი 2020 წელს 150 დღის განმავლობაში დაიხურა და დამთვალიერებელთა რიცხვი 72%-ით დაეცა. ამის მიუხედავად,2020 წელს მან მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებულ მუზეუმებს შორის 27-ე ადგილი დაიკავა.

ინციდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის 27 მაისს სიცილიურმა მაფიამ მანქანაში ბომბის აფეთქება მოახდინა და დააზიანა მუზეუმის ნაწილები, რამაც ხუთი ადამიანი იმსხვერპლა,ოცდაათმდე კი დააზიანა. ზოგიერთი ნახატი სრულიად ტყვიაგაუმტარმა მინამ დაიცვა.აფეთქებამ ხუთი ხელოვნების ნიმუში გაანადგურა და ექვსჯერ მეტი დააზიანა.[6] ყველაზე მძიმე დაზიანება მიადგა ნიობეს ოთახს, კლასიკურ ქანდაკებებს და ნეოკლასიკურ ინტერიერს (რომლებიც მას შემდეგ აღადგინეს), თუმცა მისი ფრესკები იმდენად დაზიანდა,რომ აღდგენა შეუძლებელი გახდა.

2007 წლის აგვისტოს დასაწყისში ფლორენციაში ძლიერი წვიმა მოვიდა. გალერეა ნაწილობრივ დაიტბორა, ჭერიდან წყალმა გაჟონა და ვიზიტორების ევაკუაცია მოუხდათ. 1966 წელს გაცილებით მნიშვნელოვანი წყალდიდობა მოხდა, რამაც ფლორენციის ხელოვნების კოლექციების უმეტესობა სერიოზულად დააზიანა.

ძირითადი ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის კოლექცია იზრდებოდა მედიჩის დინასტიის დაცემის შემდეგაც. ამჟამად ის მოიცავს ისეთ იტალიელ ხელოვანთ შედევრებს, როგორებიცაა ჯოტო, ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, ჯორჯონე, ტიციანი, უჩელო, ფრა ფილიპო ლიპი, ჩიმაბუე, პიერო დელა ფრანჩესკა და სხვანი. აქვეა ანტიკური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, ჰოლანდიური და ფლამადრიული ხელოვნების ნიმუშებიც.

კოლექციაში ასევე არის რამდენიმე უძველესი ქანდაკება, როგორიცაა არროტინო,ორი მოჭიდავე და სევერუს ჯოვანის ბიუსტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Uffizi Gallery Tickets – Museums Tickets Florence Uffizi Gallery.
  2. Uffizi Gallery Tickets – Museums Tickets Florence Uffizi Gallery.
  3. Discover the New Halls at Uffizi.
  4. History.
  5. New Uffizi: The Botticelli & Early Renaissance Rooms Reopen.
  6. Cowell, Alan (28 May 1993). „Bomb Outside Uffizi in Florence Kills 6 and Damages Many Works“. The New York Times.