შინაარსზე გადასვლა

უფა (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უფა
რუს. Уфа
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები ჩელიაბინსკის ოლქი, სვერდლოვსკის ოლქი, ბაშკირეთი
ქალაქები კრასნოუფიმსკი, უფა
სათავე უფის ტბა
55°31′45″ ჩ. გ. 60°07′04″ ა. გ. / 55.52917° ჩ. გ. 60.11778° ა. გ. / 55.52917; 60.11778
შესართავი ბელაია (კამის შენაკადი)
სიგრძე 918 კმ
აუზის ფართობი 53 100 კმ²
მდინარის სისტემა ბელაიანიჟნეკამსკის წყალსაცავიკამავოლგაკასპიის ზღვა
ჰესი პავლოვკის ჰესი
წყლის ხარჯი (მინ.) 55 მ³/წმ
წყლის ხარჯი (საშ.) 388 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 3740 მ³/წმ
უფა (მდინარე) — რუსეთი
უფა (მდინარე)
უფა (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
უფა ვიკისაწყობში

უფა (რუს. Уфа, ბაშკ. Өфө) — მდინარე რუსეთში, ურალსა და ურალისწინეთში, ჩელიაბინსკის, სვერდლოვსკის ოლქებში და ბაშკირეთში. მდინარე ბელაიას (ვოლგის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 918 კმ, 53 100 კმ². სათავეს იღებს უფის ტბიდან, ურალთაუს ქედზე. ზემო წელზე მთის მდინარეა, მიედინება ვიწრო ხეობაში, აქვს ჭორომები.[1] მდინარე იუნრიუზანის შერთვის შემდეგ ხეობა ფართოვდება,[2] შუა და ქვემო წელზე დაკლაკნილია. აუზში განვითარებულია კარსტი. უპირატესად იკვებება თოვლის წყლით. წყლის საშუალო ხარჯია 388 მ³/წმ, უდიდესი — 3740 მ³/წმ, უმცირესი — 55 მ³/წმ. იყინება ოქტომბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში, ლღვება აპრილში – მაისის დასაწყისში.[1] ძირითადი შენაკადებია: ბისერტი, იუი (მარჯვენა), აი, იურიუზანი (მარცხენა). უფაზეა ნიაზეპეტროვსკის წყალსაცავი. აუზში დაახლოებით 600 მცირე ზომის ტბაა საერთო ფართობით 218 კმ².[2] გამოიყენება დასაცურებელად. მდინარეზე აშენებულია პავლოვკის ჰესი. წყალს ფართოდ იყენებენ წყალმომარაგებისათვის. ჰესს ზევით სანაოსნოა 135 კმ-ზე, ქვევით 170 კმ-ზე. მდინარეზე გაშენებულია ქალაქი კრასნოუფიმსკი, შესართავზე — ბაშკირეთის დედაქალაქი უფა.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Уфа // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 27 — М., 1977.
  2. 2.0 2.1 Уфа // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 142.