უურე-გოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უურე-გოლი
ქვეყანა მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
სათავე აღმოსავლეთი საიანი
51°08′59″ ჩ. გ. 101°35′30″ ა. გ. / 51.149722° ჩ. გ. 101.591889° ა. გ. / 51.149722; 101.591889
სიგრძე 331 კმ
აუზის ფართობი 12 300 კმ²

უურე-გოლი (მონღ. Үүр гол) — მდინარე ჩრდილოეთ მონღოლეთში. ეგიინ-გოლის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 331 კმ, აუზის ფართობი 12 300 კმ². სათავე აქვს აღმოსავლეთ საიანის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1368 მ სიმაღლეზე. შესართავი 1099 მეტრზეა. მეტწილად მიედინება მთათაშუა ხეობაში. გაზაფხულზე წყალუხვია, ზაფხულში იცის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. ზამთარში იყინება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]