უტოია

უტოია — კუნძული ტირიფიორდენის ტბაში, ჰოლეს მუნიციპალიტეტში, ბუსკერუდის ოლქი, ნორვეგია. კუნძული არის 10,6 ჰექტარი (26 აკრი)[1], მდებარეობს ნაპირიდან 500 მეტრის დაშორებით, E16 გზასთან, დაახლოებით 20 კმ-ის სამანქანო მანძილზე ჰონეფოსის სამხრეთით და 38 კმ-ის მანძილზე ოსლოს ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით. 2011 წელს კუნძულზე მოხდა უტოიას ტრაგედია.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უტოია ეკუთვნის მუშათა ახალგაზრდულ ლიგას (AUF), ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ჯგუფს, რომელიც იქ ყოველწლიურად ზაფხულის ბანაკს მართავს. კუნძული კომერციულად იმართება Utøya AS-ის მიერ.[2]
კუნძული ძირითადად ტყითაა დაფარული. მის აღმოსავლეთ მხარეს არსებული მცირე ნავსადგური გამოიყენება ხალხის გადასაყვანად უტოიკაიას ნავსადგურიდან მთავარ ხმელეთზე. კუნძულზე ასევე არის შენობები. Hovedhuset („მთავარი სახლი“), Stabburet („ჰორეო“), და Låven („ბეღელი“) ერთად დგას ნავსადგურთან ახლოს. მაღლა ფერდობზე მდებარეობს მთავარი საკემპინგე ადგილები, კაფეს შენობა და სანიტარული შენობა. Skolestua („სკოლის სახლი“) მდებარეობს უფრო სამხრეთით.[3]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ელემენტი ut ნიშნავს „გარეთ“ ან „უკიდურესი გარეთ“; ბოლო ელემენტი øya არის øy-ის განსაზღვრული ფორმა, რაც ნიშნავს „კუნძულს“. უტოია არის ყველაზე სამხრეთით მდებარე (ანუ ყველაზე შორს „გარეთ“) კუნძული სამიდან, რომლებიც ტირიფიორდენის ტბაში მდებარეობს. უტოიას ჩრდილოეთით მდებარეობს, სტოროია და გეიტოია. სტოროია ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს, ხოლო გეიტოიაუტოიასა და სტოროიას შორის არის. ყველა ეს კუნძული ადრე გამოიყენებოდა პირუტყვის მოსაშენებლად სუნდვოლენის მცხოვრებლების მიერ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული იყო ფერმერების მიწა, სანამ მას პოლიტიკოსი იენს ბრატლი 1893 წელს შეიძენდა. ბრატლი ამ ქონებას ზაფხულის რეზიდენციად იყენებდა 1933 წლამდე, ამ დროს კი ის პროფკავშირების კონფედერაციამ შეისყიდა.[4]
1950 წლის 28 აგვისტოს კუნძული ოსლოს პროფკავშირების კონფედერაციამ საჩუქრად გადასცა და მას შემდეგ მასპინძლობს რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის ზაფხულის ბანაკებს.[5]
2011 წლის ხოცვა-ჟლეტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის 22 ივლისს AUF-ის ზაფხულის ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც 650 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მოხდა მასობრივი სროლა. ანდერს ბერინგ ბრეივიკი უტოიაზე მარტო ჩავიდა, პოლიციელის ფორმით ჩაცმული და კუნძულზე მყოფებს უთხრა, რომ იქ უსაფრთხოების მიზნით იმყოფებოდა რამდენიმე საათით ადრე მის მიერვე ოსლოში გამოწვეული მომხდარი აფეთქებების შემდეგ. შემდეგ მან დაიწყო სროლა და განაგრძო მანამ, სანამ პოლიცია არ მოვიდა პირველი განგაშის ზარიდან ერთი საათის შემდეგ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ ჩაბარდა.[6] ოსლოსა და უტოიაში მომხდარმა თავდასხმებმა 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან 69 მოკლა კუნძულზე, რომელთაგან 33 იყო 18 წელზე ნაკლები ასაკის.[7] [8][9]
ხოცვა-ჟლეტის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის მენეჯერის იორგენ ფრუდნესის თქმით, „სწრაფად გახდა ნათელი, რომ... [დაზარალებულებს] მეტი დრო სჭირდებოდათ. მშენებლობის სამუშაოები ორი წლით გადაიდო“.[10]
თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე შემოწირულობა გადაეცა AUF-ს კუნძულის აღსადგენად. ზოგიერთი შენობა უკვე დანგრეული იყო 2016 წლის მდგომარეობით, მათ შორის კაფეს შენობის ნაწილები, სადაც 13 ადამიანი მოკლეს.[11]
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უთანხმოებები მოგვარდა, უტოიას მომავალი დაზარალებულებსა და მათი ოჯახების წევრებს შორის უთანხმოების წყარო იყო. მაშინ როდესაც AUF-ი გეგმავდა სწრაფად აღედგინა და დაბრუნებულიყო უტოიაზე, სხვები მოითხოვდნენ კუნძულის დარჩენილიყო, როგორც გარდაცვლილთა სულებისთვის პატივის მისაგები ადგილი.[12].
უტოიაზე მომხდარი ხოცვა-ჟლეტა რჩება მსოფლიოში ერთი ადამიანის მიერ ჩადენილ ყველაზე სასტიკ სასიკვდილო მასობრივ სროლად.[13]
მემორიალის ადგილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მემორიალის ადგილს ეწოდება Lysninga („გაკაფული ადგილი“), რომელიც კუნძულის უმაღლეს წერტილში მდებარეობს [14] ის გაიხსნა 2015 წლის ზაფხულში.[15][16]
მემორიალის ადგილის კომპონენტებს შორის არის Ringen („რგოლი“) – „ფოლადის რგოლი [რომელიც] ჩამოკიდებულია ხეებს შორის და აქ ამოტვიფრულია დაღუპული 69 ადამიანის უმეტესობის სახელები და ასაკი“.[17]
„რგოლი“ იწონის ერთ ტონას; მისი ერთი ნაწილი 350 კილოგრამს იწონის. ელის გრინვალდმა რჩევა მისცა, რომ დაეტოვებინათ გარკვეული სივრცე „რგოლზე“, რათა ზოგიერთ დაზარალებულს შეეძლოს შემდგომში შეცვალოს აზრი თუ მათი გარდაცვლილი ნათესავის სახელის ამოტვიფვრა დასაშვებად მიიჩნია.[18]
ჰეგნჰუსეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰეგნჰუსეტი – შედგება კაფეს შენობის ნაწილებისგან, სადაც 13 ადამიანი მოკლეს, კაფეს შენობის გარშემო და ქვეშ – „სასწავლო ცენტრი“ შექმნეს.[19][20]
კაფეს შენობის შიგნით, შენარჩუნებულია ტყვიების ნახვრეტები კედლებში, ღია ფანჯრები, საიდანაც რამდენიმე ახალგაზრდა გადახტა გასაქცევად; ძველი სქემა, რომელზეც წერია „უნდა იცოდე წარსული, რომ გაიგო აწმყო და ჩაიხედო მომავალში“ და გარდაცვლილი მსხვერპლის სურათები; იატაკზე დევს სულ მცირე ერთი გულის ფორმის ქვა, წარწერით „მენატრები.
პატარა დარბაზში არის პიანინო; ერთი იქ იყო დანაშაულის დროს. სასამართლოს ჩვენება მიუთითებს, რომ პირები, რომლებიც პიანინოს უკან იმალებოდნენ 2011 წლის 22 ივლისს, დახვრიტეს.[21]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Coastline for the property "0612-235/1 Utøen", according to Statens kartverk, http://seeiendom.no/ დაარქივებული 14 July 2011 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Coastline for the property "0612-235/1 Utøen", according to Statens kartverk, http://seeiendom.no/ დაარქივებული 14 July 2011 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Utøyagrafikk. Adressa.no. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 29 April 2019
- ↑ Bergens tidende magasinet 21.juli 2012 s.13.
- ↑ Store Norske Leksikon: Utøya დაარქივებული 1 February 2017 საიტზე Wayback Machine. Retrieved 24 July 2011
- ↑ „VGs fotograf havnet midt i bombedrama – hjelper skadede barn“. Verdens Gang (ნორვეგიული). 24 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 September 2011. ციტირების თარიღი: 24 July 2011.
- ↑ Gibbs, Walter. (31 March 2011) At least 93 dead in Norway shooting, bomb attack | Reuters. Uk.reuters.com. ციტირების თარიღი: 23 July 2011
- ↑ „Norway attacks: The victims“. bbc.com. 15 March 2016. ციტირების თარიღი: 29 April 2019.
- ↑ Terrorofrene på Utøya og i Oslo
- ↑ „Har fått inn 35 millioner kroner på Utøya-fond“ (ნორვეგიული). VG. 2 May 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 May 2012. ციტირების თარიღი: 30 July 2012.
- ↑ Johnsrud, Nina (5 July 2012). „Splittet om Utøyas framtid“ (ნორვეგიული). Dagsavisen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 May 2013. ციტირების თარიღი: 30 July 2012.
- ↑ https://www.dagsavisen.no/debatt/kommentar/2023/06/15/varige-spor/. Dagsavisen. Retrieved 2023-06-17
- ↑ – Vi gikk langs kjærlighetsstien i går, og noen hadde sterke reaksjoner (5 August 2016). ციტირების თარიღი: 6 August 2016
- ↑ Publisert 1. (19 July 2016) 50 turer dagen til Utøya på det meste. Nrk.no. ციტირების თარიღი: 24 July 2016
- ↑ Gabrielle Graatrud. (18 June 2016) Etterlatte frykter at 22.juli-minnestedet blir en bauta over gjerningsmannen. Dagbladet.no. ციტირების თარიღი: 24 July 2016
- ↑ No shame in turning around!. Dagbladet.no (4 April 2016). ციტირების თარიღი: 24 July 2016
- ↑ Kjell-Erik Nordenson Kallset (1 July 2016). „Tar tilbake Utøya“. Klassekampen. p. 2.
- ↑ About the Memorial Site 22 July at Utøya itself დაარქივებული 20 August 2018 საიტზე Wayback Machine. utoya.no (in Norwegian)
- ↑ Kafébygget på Utøya åpnes igjen. Vg.no (19 July 2016). ციტირების თარიღი: 24 July 2016
- ↑ Hegnhuset symboliserer de drepte på Utøya. Nrk.no (18 July 2016). ციტირების თარიღი: 24 July 2016
- ↑ Av Per Erik Hagen. (20 April 2012) Breivik husket ikke skyting i Lillesalen på Utøya. Budstikka.no. ციტირების თარიღი: 24 July 2016