შინაარსზე გადასვლა

უტე ბოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უტე ბოკი
დაბადების თარიღი 27 ივნისი, 1942(1942-06-27)[1]
დაბადების ადგილი ლინცი[1]
გარდაცვალების თარიღი 18 იანვარი, 2018(2018-01-18)[2] (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვენა[2]
საქმიანობა აღმზრდელი[1] , humanitarian და სოციალური მუშაკი[1]
მოქალაქეობა  ავსტრია
ჯილდოები Golden Order of Merit of the Republic of Austria, ბრუნო კრაისკის პრემია და Dorothea Neff Award

უტე ბოკი (გერმ. Ute Bock, დ. 27 ივნისი, 1942, ლინცი, ავსტრია — გ. 19 იანვარი, 2018, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი პედაგოგი, ცნობილია თავისი პროექტებით, რომლებითაც ლტოლვილებს ეხმარებოდა.

ვენაში გაიმართა კამპანია სახელწოდებით „Bock auf Bier“, რომლის დროსაც ლუდის ფასი მცირედით იზრდებოდა და ეს დამატებითი თანხა ლტოლვილებისთვის საცხოვრებლის ორგანიზებას ხმარდებოდა. კამპანიის დასახელება ითარგმნება როგორც „ბოკი ლუდისთვის“, თუმცა გერმანულში ეს სლენგია და ნიშნავს სურვილს ლუდის დალევისადმი,[3] ხოლო Bock Bier — განსაკუთრებით ძლიერი ლუდის სახეობაა. პროექტი ასევე უზრუნველყოფს დახმარებას ტანსაცმლით, საგანმანათლებლო კურსებით, სამედიცინო და იურიდიული მხარდაჭერით.[4]

უტო ბოკი დაიბადა 1942 წლის 27 ივნისს, ლინცში, ავსტრია. სწავლის დასრულების შემდეგ, სანამ ბოკი პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგებოდა, ერთი წლის განმავლობაში კერძო სექტორში მუშაობდა. 1969 წელს იგი მუშაობა დაიწყო ზედამხედველად ვენის მეათე რაიონში, ფავორიტენში მდებარე ცომანგასეს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. 1976 წელს ბოკი ამ საერთო საცხოვრებლის დირექტორად დანიშნეს. 1990-იან წლებში ახალგაზრდობის კეთილდღეობის დეპარტამენტმა დაიწყო უცხოელი ახალგაზრდების — მათი რაოდენობის ზრდასთან ერთად — აღნიშნულ საერთო საცხოვრებელში გაგზავნა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ბოკმა აქტიური საქმიანობა ლტოლვილთა დახმარების ორგანიზების მიმართულებით.[5]

1999 წელს დაახლოებით 30 ახალგაზრდა აფრიკელი დააკავეს თავშესაფარში ნარკოტიკების გავრცელების ბრალდებით. უტე ბოკს წაუყენეს ბრალდება ბანდიტიზმსა და ნარკომოვაჭრეობაში, რის გამოც იგი დროებით ჩამოაშორეს სამსახურს.[6] მოგვიანებით ყველა ბრალდება მოეხსნა, თუმცა მას აუკრძალეს აფრიკელი მიგრანტებისთვის საცხოვრებლის გამოყოფა ცომანნგასეს საერთო საცხოვრებელში. ამის შემდეგ ბოკმა დაიწყო კერძო საცხოვრებელი კომუნების ორგანიზება, რომელთაც თავად უზრუნველყოფდა და აკონტროლებდა.[7] 2000 წელს იგი პენსიაზე გავიდა, თუმცა მუშაობას თავის პროექტზე კვლავ განაგრძობდა. ამ დროისთვის ბოკის მიერ ორგანიზებულ კომუნებში 350-ზე მეტმა ლტოლვილმა იპოვა თავშესაფარი, ხოლო 1000-ზე მეტ მათგანს აქვს საფოსტო მისამართი უტე ბოკის ასოციაციაში.[8] გარდა ამისა, ბოკმა უზრუნველყო იურიდიული დახმარება თავშესაფრის მოსარგებლეებისთვის, რაც მთლიანად შემოწირულობებზე იყო დაფუძნებული.

2009 წლის 31 ოქტომბერს, ავსტრიაში სტუდენტური პროტესტების მიმდინარეობისას, მოეწყო დოკუმენტური ფილმის „ბოკი პრეზიდენტად“ (Bock for President) წინასწარი ჩვენება, რომელიც გაიმართა კინოკომპანია „შტადტკინოსა“ და კინოფესტივალ „ვიენალეს“ თანამშრომლობით. ფილმის ოფიციალური პრემიერა შედგა 2009 წლის 1 ნოემბერს ვენაში, კინოთეატრ „კიუნსტლერჰაუზში“, ხოლო ავსტრიულ კინოთეატრებში ნაჩვენები იყო 2010 წლის 15 იანვრიდან.

2010 წელს რეჟისორმა ჰოუჩანგ ალაჰიარი კვლავ მიუბრუნდა უტე ბოკის ბიოგრაფიას სხვა კინოპროექტით — ფილმში „უტე ბოკის გადარეული მსოფლიო“ (Die verrückte Welt der Ute Bock) მონაწილეობდნენ მსახიობები იოზეფ ჰადერი, კარლ მარკოვიცი, ვიქტორ გერნოტი და სხვები.[9] ფილმში ასახულია როგორც უტე ბოკის საქმიანობა, რომელიც თავადაც ჩნდება კადრში, ასევე ადამიანების ისტორიები, რომლებიც მას ცხოვრების გზაზე შეხვდნენ — დაწყებული ლტოლვილებით, რომლებიც საკუთარ თავებს განასახიერებენ, დამთავრებული პოლიციის წარმომადგენლობით.

უტე ბოკს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული თავისი სოციალური აქტივობისთვის:

  • 1990 — მოქალაქეობრივი სიმამაცისთვის მიძღვნილი ჯილდო (Zivilcourage)
  • 2000 — ნანსენის პრემია
  • 2002 — ბრუნო კრაისკის პრემია
  • 2003კარლ რენერის პრიზი და გრაინეკერის მოქალაქეობრივი სიმამაცის პრემია
  • 2005 — ავსტრიელი ქალების იმ ხუთეულში შეირჩა, რომლებიც მონაწილეობდნენ გლობალურ პროექტში PeaceWomen Across the Globe 2007
  • 2007 — საერთაშორისო პრემია ადამიანის უფლებების დაცვისათვის[10]
  • 2010 — ნომინაცია წლის ავსტრიელის ტიტულზე კატეგორიაში „სოციალური ჩართულობა“[11]
  • 2011 — პრემია Mitten im Leben[12]
  • 2012 — ავსტრიის რესპუბლიკის ოქროს მედალი[13]

უტე ბოკის ავტორობით, კორნელია კრებასთან ერთად გამოიცა წიგნი: „Ute Bock. Die Geschichte einer Flüchtlingshelferin“ („უტე ბოკი — ლტოლვილთა დამხმარის ისტორია“). ვენა: Molden, 2010

  1. 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #143001477 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 https://derstandard.at/2000072571120/Fluechtlingshelferin-Ute-Bock-verstorben
  3. „Word of the Day – “der Bock”“. German is easy! (ინგლისური). 2013-02-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-14. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
  4. Verein Ute Bock - Damit Flüchtlinge eine Chance haben!. www.fraubock.at. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-29. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
  5. Online, Wiener Zeitung. „Ute Bock wird 75 - Wiener Zeitung Online“. Stadtleben - Wiener Zeitung Online (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-02. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
  6. Nachrichten, Oberösterreichische. „Ute Bock - eine Kämpferin ist 70“ (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-21. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
  7. Verein Flüchtlingsprojekt Ute Bock (2011-12-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-27. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
  8. Ein neues Haus für Ute Bock - wien.ORF.at. wien.orf.at. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-19. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
  9. Die verrückte Welt der Ute Bock (A 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-19. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
  10. 1. Weltmenschpreis 2007. Weltmenschverein.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-19. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
  11. Austria 10 « Unternehmen « DiePresse.com. Die Presse. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-15. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
  12. "Mitten im Leben"-Preis an Ute Bock - wien.ORF.at. wien.orf.at. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-19. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
  13. Nachrichten, Oberösterreichische. „Goldenes Verdienstzeichen für Ute Bock“ (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-20. ციტირების თარიღი: 2017-07-24.