უსწორო კარაბადინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„უსწორო კარაბადინი“XI საუკუნის ქართული სამედიცინო ძეგლი (სახელწოდება „უსწორო“ ნიშნავს უბადლოს, სწორუპოვარს); ავტორი — ქანანელი.

„უსწორო კარაბადინი“ 3 ნაწილისაგან შედგება: პირველ ნაწილში განხილულია მედიცინის ზოგადი საკითხები — ანატომიის, ფიზიოლოგიის და ფარმაკოლოგიის ცნებები. მეორეში — კერძო პათოლოგია და თერაპია, აღწერილია თითქმის ყველა შინაგანი ორგანოს დაავადება, ეტიოლოგია, კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი. მესამე ნაწილი გარეგანი დაავადებებისათვის არის განკუთვნილი. აქ განხილულია კანის დაავადებანი, მოტეხილობა, სიდამწვრე, გველისა და ცოფიანი ძაღლის ნაკბენები, კეთრი, აგრეთვე ზოგადი და კვების ჰიგიენის საკითხები; აღწერილია წამლეულის ფორმები და ცალკეული სამკურნალო საშუალებანი. ავტორი კარგად ერკვევა ძველ არაბულ და ბერძნულ-რომაულ მედიცინაში.

გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქანანელი, უსწორო კარაბადინი, ლ. კოტეტიშვილის გამოკვლევითა და რედაქციით, თბ., 1940

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შენგელია მ., ქართულ მედიცინის ისტორია, გამოც. მე-2, თბ., 1980