უსუბა ბოჩო



უსუბა ბოჩო (薄刃包丁, პირდაპირი თარგმანით — „თხელი სამზარეულოს დანა“) — ტრადიციული ბოსტნეულის დანა, რომელსაც იაპონელი შეფები იყენებენ. სხვა იაპონური პროფესიონალური დანების მსგავსად, უსუბაც სპეციალური მეთოდით მზადდება და განსაკუთრებულად გამოიყურება: მისი წინა ნაწილი ქვემოდან ოდნავ დახრილია, ხოლო უკანა მხარეს აქვს ღრმულივით ჩაზნექილი წერტილი, რომელსაც ურასუკი ეწოდება. ეს ფორმა საკვების ჭრას უფრო ზუსტსა და მარტივს ხდის. უსუბას დამახასიათებელი ნიშანია სწორი, თითქმის ან საერთოდ მოუღუნავი პირი და ფართო რკინის ზედაპირი, რომელიც საჭრელ დაფაზე დაჭრისას თითებისთვის სივრცეს ტოვებს. სხვა დანებთან შედარებით, უსუბა შედარებით თხელია, რაც საშუალებას იძლევა მყარ ბოსტნეულზე მუშაობისას საკვები არ დაზიანდეს. მისი სიმაღლე და სწორი ფორმა ასევე იდეალურია სპეციალური ტექნიკებისთვის, მაგალითად კაცურამუკისთვის (როცა ცილინდრული ბოსტნეული თხელ ფირფიტებად იჭრება).[1]
უსუბას დანა სიგრძეში საშუალოდ 15-24 სანტიმეტრისა გვხვდება.
უსუბა ბოჩოს პროფესიონალები იყენებენ და ის საგრზნობლად განსხვავდება ნაკირი ბოჩოსგან, რომელიც სახლის პირობებში გამოყენებისთვისაა რეკომენდირებული. ამასთან, ნაკირი ბოჩო ორივე მხრიდან გალესილია, ხოლო უსუბა მხოლოდ ერთი მხრიდან - იაპონურად ამ სტილს კატაბა ეწოდება. კატაბას სტილის პირი უფრო სუფთა და ზუსტ ჭრებს უზრუნველყოფს და იძლევა უჩვეულოდ თხელი ნაჭრების გამოყვანის შესაძლებლობას, რასაც ის ნაკირის დანის ორივე მხრიდან გალესილ რიოობას პირზე უკეთესად ახერხებს — თუმცა უსუბას გამოყენებას მეტი გამოცდილება სჭირდება. მაღალი ხარისხის კატაბა დანებს ბრტყელ მხარეს მცირე ჩაღრმავება — ურასუკი — აქვთ, რაც ჭრის ეფექტიანობას ზრდის. გალესილი მხარე, როგორც წესი, მარჯვენაა მემარჯვენეებისთვის, თუმცა არსებობს მოდელები მემარცხენეებისათვისაც. უსუბა უფრო მძიმეა, ვიდრე ნაკირი, თუმცა მაინც ბევრად მსუბუქია, ვიდრე დება ბოჩო.[2]
რეგიონული სტილის მიხედვით არსებობს უსუბა ბოჩოს რამდენიმე ვარიაცია. კანტოს ვარიაციას კვადრატული, ბლაგვი წვერი აქვს, რითაც ის პატარა ხორცის სათლელ დანას წააგავს. კამაგატას სტილის უსუბა, რომელიც კანსაიდან მოდის, გამოირჩევა ისეთი წვერით, რომელშიც ზურგი ნელა ეშვება პირისკენ — ეს ე.წ. „ცხვრის ფეხის“ ფორმის წვერია. ასეთი დიზაინი დანას ანიჭებს სიზუსტეს და მზარეულს საშუალებას აძლევს განახორციელოს დახვეწილი, ფაქიზი ჭრები (მიუხედავას ამისა, ეს წვერი საკმაოდ მტვრევადია და ადვილად შეიძლება გატყდეს). კამაგატა უსუბა განსაკუთრებით პოპულარულია კიოტოს შეფებს შორის, რომელთა უმეტესობაც ამ დანას იყენებს. კიოტო ზღვისგან მოშორებულია, ამიტომ იქ ბოსტნეულზე იმაზე უფრო მეტად არიან დამოკიდებული, ვიდრე ტოკიოში — სწორედ ამიტომ უსუბა ამ ქალაქის პროფესიონალი შეფების ერთ-ერთი მთავარი „იარაღია“. მისი მრგვალი წვერი კიოტოს კულინარიაში რთული და დეტალური ჭრების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.[3]
იხილეთ მეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Photo of an usuba knife. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2025-05-24.
- ↑ Kind and History of Hocho. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-13. ციტირების თარიღი: 2008-04-26
- ↑ Photo of an usuba knife. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2025-05-24.