უსახელო (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უსახელო (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
უსახელო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი ნიგოზეთი
კოორდინატები 42°14′05″ ჩ. გ. 43°21′56″ ა. გ. / 42.23472° ჩ. გ. 43.36556° ა. გ. / 42.23472; 43.36556
ცენტრის სიმაღლე 840
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 952[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
უსახელო (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
უსახელო (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)
უსახელო (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
უსახელო (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)

უსახელოსოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ჭიათურიდან 13 კილომეტრი.

ზოგადი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ორ ნაწილად, ქვედა და ზედა უსახელოდ იყოფა. მოსახლეობის უმეტესობა მისდევს მესიმინდეობას, მეცხოველეობას, მევენახეობას და მებოსტნეობას. მოჰყავთ რამდენიმე სახის ბოსტნეული, მათგან აღსანიშნავია პრასი, რომლის სამშობლოდ ითვლებიან ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნები. სოფელში ყველაზე გავრცელებული გვარებია: პაპიძე, ცერცვაძე, სამხარაძე, ტეფნაძე, კუსიანი და წერეთელი. აქ არის ორი ეკლესია: მთავარანგელოზის ეკლესია ქვედა უსახელოში (ფაქტობრივად ნანგრევებად ქცეული), რომელიც წარმოადგენს ერთავიან ბაზილიკას, და წითელი ეკლესია ზედა უსახელოში, რომელიც აღადგინეს 2015-2016 წლებში. სოფელში მდებარეობს ორი საჯარო სკოლა, რომლებიც ქვედა და ზედა უსახელოებზეა გადანაწილებული. სოფლისთვის დამახასიათებელია ზემო იმერეთის მთიანი ნაწილის კლიმატი: ზამთარში უხვი თოვლი, ხოლო ზაფხულში შუადღეს სითბო, საღამოს კი სიგრილე.[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 952 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1561 798 763
2014[1] 952 480 472

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]