ურუ-ურუ
იერსახე
ურუ-ურუ | |
---|---|
Lago Uru Uru | |
![]() თანამგზავრული ფოტო | |
კოორდინატები: 18°05′40″ ს. გ. 67°05′46″ დ. გ. / 18.09444° ს. გ. 67.09611° დ. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 3686 მ |
ფართობი | 214 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 1.5 მ |
გამომდინარე მდინარე | დესაგუადერო |
![]() |
ურუ-ურუ — ტბა ბოლივიაში, ორუროს დეპარტამენტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 3686 მეტრზე. მისი ფართობი შეადგენს 214 კმ²-ს. მაქსიმალური სიღრმე 1.5 მეტრია. ტბაში ჩაედინება ტიტიკაკას ტბიდან გამომდინარე მდინარე დესაგუადერო, რომელიც კვლავ ტოვებს ურუ-ურუს და უერთდება პოოპოს ტბას.
ურუ-ურუ მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. აქ პოპულარულია ნავებით სეირნობა და თევზაობა.