ურულაფუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ურულაფუ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2121 
ქედი ეგრისის ქედი

ურულაფუ — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე. სიმაღლე 2121 მ. აქვს კონუსური ფორმა. აგებულია ბაიოსური წყების პორფირიტებით და მათი ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური ბალახეული მცენარეულობით. გამოყენებულია საზაფხულო საძოვრად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]