ურუზგანის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილაიეთი
ურუზგანის_პროვინცია
روزګان or اوروزګان‎
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ადმ. ცენტრი Tarinkot
შიდა დაყოფა Shahidi Hassas District, Chora District, Deh Rahwod District, Gizab District, Khas Urozgan District და Tarinkot District
კოორდინატები 32°48′00″ ჩ. გ. 66°00′00″ ა. გ. / 32.80000° ჩ. გ. 66.00000° ა. გ. / 32.80000; 66.00000
ფართობი 22 696 კმ²
ოფიციალური ენა დარი და პუშტუ
მოსახლეობა 342 400 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 15,09 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+4:30

ურუზგანის პროვინცია (დარი اروزگان — Orōzgān, პუშტუ اوروزګان ,روزګان‎‎) — ავღანეთის ისტორიული ოლქი, ამჟამად არსებული 34 პროვინციიდან ერთ-ერთი. იგი მდებარეობს ავღანეთის ცენტრში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ტარინკოტი.

ურუზგანი სამხრეთით ესაზღვრება ყანდაარის პროვინციას და ზაბულის პროვინციას, სამხრეთ-დასავლეთით — ჰელმანდის პროვინციას, ჩრდილოეთით — დაიკუნდის პროვინციას, აღმოსავლეთით — ღაზნის პროვინციას. ჰაზარელებით დასახლებული დაიკუნდის პროვინცია 2004 წლის 28 მარტს გამოეყო ურუზგანის პროვინციას და ცალკე ოლქად ჩამოყალიბდა.

პროვინცია წარმოადგენს თალიბანის მოძრაობის დამაარსებლის მუჰამედ ომარის (ცნობილია, აგრეთვე, მულა ომარის სახელით) სამშობლოს.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაბულის პროვინციაში შედის6 ოლქი:

ოლქები დედაქალაქები მოსახლეობა ფართობი შენიშვნა
ჩინარტუ 86,100
ჩორა 73,750
დეჰ რავუდი დეჰ რავუდი 50,718
გიზაბი 75,503
ხას ურუზგანი 37,888
ტარინკოტი ტარინკოტი 104,476

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი სამხედროები მისიის შესარულებისას ტარინკოტში

პროვინციის ფართობი შეადგენს 12,640 კმ² ტერიტორიას. მისი 3/4 დაახლოებით წარმოადგენს მაღალმთიანი ან ნახევრად მთიანი რელიეფის (72%) მქონე რეგიონს, დარჩენილი მიწების (21%) საბინაო მიწის ფართობია.

პროვინციაში განვითარებულია საჰაერო ტრანსპორტი. ტარიკოტის ავიახაზები ასრულებს რეგულარულ პირდაპირ რეისებს დედაქალაქ ქაბულში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]