ურუგვაის პოლიტიკური სისტემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურუგვაის გერბი

ურუგვაის პოლიტიკური სისტემა ემყარება წარმომადგენლობითი დემოკრატიის საპრეზიდენტო რესპუბლიკასა და მრავალპარტიულ სისტემას, სადაც სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტი, საკანონმდებლო ხელისუფლება კი გაყოფილია ურუგვაის საყოველთაო ასამბლეის ორ პალატას შორის. სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან დამოუკიდებელი შტოა.

ხელისუფლებისთვის ბრძოლაში გამოიკვეთება ორი პარტია — კოლორადო და ნაციონალური პარტია, რომელთაგანაც ურუგვაის ისტორიის მანძილზე ძალაუფლება უფრო ხშირად კოლორადის აქვს ხელში ჩაგდებული. თუმცა, 2004 წლის არჩევნებში, პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვა ფართო ფრონტმა (Frente Amplio), კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სოციალისტები, ყოფილი ტუპამაროსები, კომუნისტები, სოციალ-დემოკრატები და ქრისტიან დემოკრატები. პრეზიდენტად აირჩიეს ტაბარე ვასკესი.

2009 წელს ფართო ფრონტმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, საპრეზიდენტო არჩევნებში კი მეორე ტური დაინიშნა, რადგან მათმა კანდიდატმა ხოსე მუხიკამ ხმათა მხოლოდ 47.96 % მიიღო. მეორე ტურში ამ უკანასკნელმა ადვილად სძილია ნაციონალური პარტიის კანდიდატ ლუის ალბერტო ლაკალიეს.

კონსტიტუცია[რედაქტირება]

პირველი კონსტიტუცია ურუგვაიმ 1830 წელს მიიღო, სამწლიანი ომის შემდეგ, სადაც ურუგვაი და არგენტინა ერთმანეთს რეგიონული ფედერაციის — რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციების სახით ებრძოდნენ. 1828 წელს გაერთიანებული სამეფოს შუამდგომლობით დაიდო მონტევიდეოს ხელშეკრულება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ურუგვაის სახელმწიფოს შექმნას. 1830 წლის კონსტიტუციის რეფორმა 1966 წელს დაიწყო და 1967 წელს მიღებულ იქნა სრულიად ახალი დოკუმენტი. 1980 წელს სამხედრო რევოლუციის შედეგად შემოღებული კონსტიტუცია საყოველთაო ხმის მიცემის შედეგად მოგვიანებით უარყოფილ იქნა.

აღმასრულებელი შტო[რედაქტირება]

ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა

ურუგვაის 1967 წლის კონსტიტუციამ შექმნა ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა, სადაც ასევე არსებობდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი შოტები. ბევრი ამ ცვლილებათაგანი 1973 წელს შეაჩერეს, თუმცა 1985 წელს კვლავ აღადგინეს. პრეზიდენტი, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია, აირჩევა საყოველთაო ხმის მიცემის შედეგად 5 წლიანი ვადით. პრეზიდენტი ნიშნავს მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც. სხვადასხვა აღმასრულებელ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს 13 მინისტრი, რომელთა მოხსნაც ხმათა უმრავლესობით შეუძლია ურუგვაის საყოველთაო ასამბლეას.

საკანონმდებლო შტო[რედაქტირება]

ურუგვაის საყოველთაო ასამბლეა

საყოველთაო ასამბლეას (Asamblea General) ორი პალატა აქვს. დეპუტატთა პალატა 99 წევრისგან შედგება, რომლებიც 5 წლიანი ვადით არიან არჩეულნი პროპორციული წესით, თითო დეპარტამენტიდან მინიმუმ 2 წევრი. სენატორთა პალატაში 31 წევრია. მათგან 30 ხუთწლიანი ვადით არის არჩეული პროპორციული წესი.

სასამართლო შტო[რედაქტირება]

ურუგვაის ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლოა უზენაესი სასამართლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]