ურჟუმული ღორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ურჟუმული ღორი — სახორცე მიმართულების ჯიში. გამოყვანილია რუსეთში, კიროვის ოლქის ურჟუმის რაიონში ადგილობრივი გრძელყურა ღორის მსხვილ თეთრ ჯიშთან შეჯვარების გზით. ჯიში დამტკიცებულია 1957 წელს. ურჟუმული ღორი ფერად თეთრია, აქვს მკვრივი კონსტიტუცია, ტანადობა. ცოცხალი მასა კერატისა 250-300 კგ, ნეზვისა — 200-260 კგ. სხეულის სიგრძე 185 სმ, მკერდის ირგვლივი 170 სმ, ნაყოფიერება 10-12 გოჭი. 100 კგ აღწევს 183 დღისა. 1 კგ წონამატზე 3,9 საკვებ ერთეულს ხარჯავს და დღიური წონამატი 650-700 გ შეადგენს. სუფთა ხორცის გამოსავალი ნაკლავიდან 55-58 %. მოშენებულია 13 ძირითადი ხაზი და 17 ოჯახი. იყენებენ სახორცე-საქონე და საქონე მიმართულების ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებისათვის. გავრცელებულია კიროვის ოლქში, მარი-ელის რესპუბლიკაში და რუსეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მელითაური ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 179.
  • Грудев Д. И., Уржумская порода свиней, М., 1959;
  • Свиноводство, под ред. Г. Н. Доброхотова, М., 1974.