ური ბრონფენბრენერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ური ბრონფენბრენერი
დაბ. თარიღი 29 აპრილი, 1917
მოსკოვი, რუსეთი
გარდ. თარიღი 25 სექტემბერი, 2005 (88 წლის)
ითაკა, ნიუ-იორკი, აშშ
ალმა-მატერი მიჩიგანის უნივერსიტეტი
საქმიანობა ფსიქოლოგი
ცნობილია როგორც ეკოლოგიური სისტემების თეორიის ავტორი, პროგრამის Head Start თანადამფუძნებელი

ური ბრონფენბრენერი (29 აპრილი 1917 - 25 სექტემბერი, 2005) [1] ამერიკელი განვითარების ფსიქოლოგი, - დაბადებული საბჭოთა კავშირში [1] - რომელიც ცნობილია თავისი ბავშვის განვითარების ეკოლოგიური სისტემების თეორიით.[2] მისმა სამეცნიერო მოღვაწეობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერამ, ხელი შეუწყო HEAD START პროგრამის ფორმირების 1965 წელს.[3] ბრონფენბრენერის კვლევებმა და მისმა თეორიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა განვითარების ფსიქოლოგიის პერსპექტივის ცვლილებაში. იმით, რომ ყურადღება გაამახვილა ბევრ გარემო და სოციალურ ფაქტორებს, რომლებიც ახდენენ გავლენას ბავშვის განვითარებაზე.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრონფენბრენერი დაიბადა მოსკოვში, 29 აპრილს, 1917 წელს.[1] როდესაც ექვსის იყო, მისი ოჯახი გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავიდან პიცბურგში, პენსილვანია და ერთი წლის შემდეგ, ნიუ იორკის შტატში.[4] მამა მისი მუშაობდა ნევროპათოლოგად, შეფერხებული განვითარების მქონეთა საავადმყოფოში, ლეტჩვორფ ვილეჯში, რომელიც მდებარეობს როკლენდის საგრაფოში, N.Y.

ბრონფენბრენერმა დაამთავრა კორნელის უნივერსიტეი, იტაკაში, NY, და მიიღო ფსიქოლოგიისა და მუსიკის ბაკალავრის ხარისხი, 1938 წელს.[1] მან განათლების მაგისტრის ხარისხი მიიღო ჰარვარდში, 1940 წელს და დოქტორის, განვითარების ფსიქოლოგიაში მიჩიგანის უნივერსიტეტში, 1942 წელს.[3] მან დაიწყო სამხედრო სამსახური შეერთებული შტატების ჯარში, დოქტორის ხარისხის მიღებინდა მეორე დღეს. მეორე მსოფლიო ომის დროს, მსახურობდა როგორც ფსიქოლოგი, ჯარის სხვადასხვა ორგანოში.[5] ომის შემდეგ, ის ცოტახნით იყო უფროსი თანაშემწე კლინიკური ფსიქოლოგიის ახლად დაარსებულ VA კლინიკური ფსიქოლოგიის ტრენინგ პროგრამაში, ვაშინგტონის შტატში.[5] ამის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში იყო ასისტენტ პროფესორი მიჩიგანის უნივერსიტეტში, და შემდეგ, 1948 წელს გადავიდა კორნელის უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორად.[5] კორნელში, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მისი კვლევის ძირითადი საგანი იყო ბავშვის განვითარება და სოციალური ფაქტორების გავლენა ამ განვითარებაზე.[6]

1964 და 1965 წლებში, ფედერალური კომისიის წევრი იყო, რომელიც მუშაობდა ღარიბი ბავშვების განვითარების საკითხებზე. ამ კომისიაში მუშაობთ, დაეხმარა HEAD START პროგრამის შექმნაში, 1965 წელს.[1]

თავისი ცხოვრების განმავლობაში, ბრონფენბრენერმა 300-ზე მეტი ნაშრომი და 14 წიგნი დაწერა,[3] და მიიღო იაკობ გოლდ შურმანის საპატიო პროფესორის (ემერიტუსის) წოდება ადამიანის განვითარების სფეროში კორნელის უნივერსიტეტში.[5] მისი მეუღლე იყო ლის პრაისი და ექვსი შვილი ჰყავდათ.[1] გარდაიცვალა თავის სახლში, იტაკაში, NY, 2005 წლის 25 სექტემბერს, 88 წლის ასაკში, დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების გამო.[1]

შეხედულებები ადამიანის განვითარებაზე და ეკოლოგიური სისტემების თეორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრონფენბრენერის აზრით ადამიანის განვითარების პროცესს განაპირობებს, ურთიერთქმედება (ინტერაქცია) ინდივიდსა და მის გარემოს შორის.[2] განვითარების კონკრეტული მიმართულება, არის შედეგი პიროვნებაზე მოქმედი გარემოს გავლენების, როგორიცაა მისი მშობლები, მეგობრები, სკოლა, სამსახური, კულტურა და ასეშემდეგ.[2] მის დროინდელ განვითარების ფსიქოლოგიას, ის ხედავდა, როგორც მიმართულს, განვითარებაზე მოქმედი მხოლოდ ინდივიდუალური გავლენების კველვაზე, არაბუნებრივ პირობებში; მისი სიტყვებით რომ ვთქვთ, განვითარების ფსიქოლოგია იყო: "... მეცნიერება ბავშვების უცნაური ქცევის შესახებ, უცნაურ სიტუაციებში, უცნაურ ზრდასრულებთან, დროის უმცირესი პერიოდის განმავლობაში."[2]:19

სწორედ ამ გადასახედიდან, ბრონფენბრენერი განიხილავს ადამიანის განვითარების თავის თეორიას, ეკოლოგიური სისტემების თეორიას. მისი თეორია ამბობს, რომ არსებობს გარემოს ზეგავლენის მრავალი დონეები, რომლებმაც შეიძლება იქონიოს გავლენა ბავშვის განვითარებაზე, დაწყებული ადამიანებით და ინსტიტუციებით, რომლებიც დაბადებიდანვე ახდენენ გავლენას ინდივიდზე და დამთავარებული ზოგადი, საზოგადოებრივ-კულტურული გავლენებით.[2] მოგვიანებით, მან გაითვალისწინა დროის ზემოქმედებაც, როგორიცაა დროთა განმავლობაში მომხდარი კონკრეტული მოვლენები და ცვლილებები კულტურაში, თეორიაში ქრონოსისტემის დამატებით.[7] გარდა ამისა, მან საბოლოოდ შეცვალა თეორიის სახელი ბიოეკოლოგიური მოდელით, რათა აღენიშნა ბიოლოგიური პროცესების მნიშვნელობა განვითარებაში.[8] თუმცა, ბიოლოგიურ ფაქტორს, ის განიხილავს მხოლოდ როგორც პოტენციალს, რომელიც ან განვითარდება ან არ გარემოს და სოციალური ძალების გავლენით.[8]

Head Start პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს ბრონფენბრენერი სიტყვით გამოვიდა კონგრესის სიღარებესთან ბრძოლის კანონპროექტის მოსმენაზე, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ზომებია მისაღები ბავშვების დასახმარებლად, რათა შემცირდეს სიღარიბის გავლენა პიროვნების განვითარებაზე.[1] ეს თვალსაზრისი ეწინააღმდეგებოდა იმ დროს გაბატონებულ შეხედულებას, რომ ბავშვის განვითარება წმინდა ბიოლოგიური პროცესია, და მასზე არ ახდენს გავლენას გამოცდილება და გარემოს ფაქტორები.[9] თავისი განცხადების გამო, იგი მიწვეული იყო თეთრ სახლში ამ საკითხის განსახილველად კლაუდია ალტა "Lady Bird" ჯონსონთან, რომლის დროსაც განიხილეს სხვა ქვეყნებში ბავშვის მოვლის პროგრამები.[3] გარდა ამისა, იგი მიიწვიეს ფედერალურ კომისიაში, რომელსაც დაევალა მოეფიქრათ გეგმა, რომელიც შეამცირებდა სიღარიბის გავლენას ბავშვებზე და მისცემდა მათ განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობებს მდიდარ მოსწავლეებთან შედარებით.[9] ის მუშაობდა სხვადასხვა სფეროს 12 პროფესიონალთან, როგორიცაა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა, განათლების, სოციალური და განვითარების ფსიქოლოგია.[9] ბრონფენბრენერმა დაარწმუნა კომისია, რომ ძალისხმევა მიმართულიყო ბავშვის ოჯახის და თემის ჩართულობის გაზრდაზე იტერვენციის პროცესში, რათა პროგრამას ასევე ეზრუნა განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე.[9] კომისიის რეკომენდაციებმა ხორცი შეისხო HEAD START პროგრამის შექმნით 1965 წელს.[3] ბრონფენბრენერის შეტანილმა წვლილმა დაეხმარა Head Start-ს გარემოში ინტერვეციების მეთოდების შექმნაში, როგორიცაა ოჯახის მხარდაჭერის სერვისები, ვიზიტები სახლში და განათლება მშობლებისთვის.[9]

მემკვიდრეობა და გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის, სოციოლოგი მელვილ ლ. კონის თქმით ბრონფენბრენერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სოცილურ მეცნიერებებში იმის გააზრებაში, რომ "... თუნდაც უმცირესი პიროვნული ურთიერთობა, ბავშვსა და მშობელს შორის, არ არსებობს სოციალურ ვაკუუმში, არამედ ჩართულია, თემის უფრო დიდ სოციალურ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში".[3] მისმა თეორიამ ასევე ხელი შეუწყო განვითარების კვლევების ჩატარებას; დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების წარმართვაში, გარემოს კონკრეტული ფაქტორების გამოსაკვეთად, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გავლენა განვითარებაზე.[6] მისმა კვლევამ და იდეებმა ასევე იქონიეს გავლენა Head Start პროგრამის ფორმირებასა და მიმართულების გამოკვეთაში (იხილეთ ზემოთ).[3] ბრონფენბრენერი მუშაობდა ლექტორად კორნელის უნივერსიტეტში და განვითარების მკლევარების არა ერთი თაობა გაზარდა, რომლებიც ახლა, როგორც კორნელის უნივერსიტეტი აცხადებს არიან, "ლიდერები ამ სფეროში."[6]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1970. Two Worlds of Childhood: US and USSR. Simon & Schuster. ISBN 0-671-21238-9
  • 1973. Influencing Human Development. Holt, R & W. ISBN 0-03-089176-0
  • 1975. Influences on Human Development. Holt, R & W. ISBN 0-03-089413-1
  • 1979. The Ecology of Human Development: Experiments by Nature and Design. Cambridge, MA: Harvard University Press. ISBN 0-674-22457-4
  • 1996. The State of Americans: This Generation and the Next. New York: Free Press. ISBN 0-684-82336-5. Lony Tunes
  • 2005. Making Human Beings Human: Bioecological Perspectives on Human Development. Sage Publications. ISBN ISBN0761927115

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Urie Bronfenbrenner, 88, an Authority on Child Development. წაკითხვის თარიღი: 2013-10-01.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Bronfenbrenner, U. (1979). The ecology of human development: Experiments by nature and design. Cambridge, MA: Harvard University Press.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Urie Bronfenbrenner, 88;Co-founder of Head Start Urged Closer Family Ties. წაკითხვის თარიღი: 2013-10-06.
  4. American Psychologist. (1988). Urie Bronfenbrenner. American Psychologist .
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 In Appreciation: Urie Bronfenbrenner. წაკითხვის თარიღი: 2013-10-20.
  6. 6.0 6.1 6.2 Urie Bronfenbrenner. წაკითხვის თარიღი: 2013-10-20.
  7. Berger, KS (2012). The developing person through childhood (6th edition). New York, NY: Worth Publishers
  8. 8.0 8.1 Ceci, SJ (2006). Urie Bronfenbrenner (1917-2005). American Psychologist, 61 (2), 173-174.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Early Intervention Can Improve Low-Income Children's Cognitive Skills and Academic Achievement. წაკითხვის თარიღი: 2013-10-23.
  10. 1993 James McKeen Cattell Fellow Award
  11. The American Family: Future Uncertain“, December 28, 1970. წაკითხვის თარიღი: 17 September 2009. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]