შინაარსზე გადასვლა

ურის მესამე დინასტია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ურის III დინასტია)
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ურის მესამე დინასტია — პერიოდი შუმერული ცივილიზაციის განვითარების უკანასკნელ ეტაპზე (ძვ. წ. 2112 წ. — ძვ. წ. 2003 წ.). მას ასევე შუმერულ რენესანსსაც უწოდებენ. მოკე ხანში ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ უტუხენგალმა დაიწყო აჯანყება და გაათავისუფლა სამხრეთ მესოპოტამია. მის შემდეგ გამეფდა ურ-ნამუ (ძვ. წ. 2112 - ძვ. წ. 2094), რომელმაც თავის დედაქალაქად ური აირჩია. ახალ სახელმწიფოს ეწოდა „შუმერის და აქადის სამეფო“. მიუხედავად იმისა რომ ოფიციალური დოკუმენტაციის ენა შუმერული იყო, სალაპარაკო შუმერული უკვე კვდებოდა.

ურ-ნამუმ და მისმა ვაჟმა შულგიმ (ძვ. წ. 2093 - ძვ. წ. 2046) შექმნეს კლასიკური ბიუროკრატიული სახელმწიფო. მათი მმართველობის პერიოდიდან შემონახულია 100 000-ზე მეტი საკანცელარიო დოკუმენტი. „შუმერის და აქადის სამეფო“ მალე გასცდა სამხრეთ მესოპოტამიას და შეიერთა ჩრდილო მესოპოტამიაც და ელამის ნაწილიც.

მესამე დინასტიის სახელმწიფომ დაახლოებით 100 წელი იარსება. სწორედ ამ დროს შეიქმნა „შუმერის მეფეთა სია“, პრიმიტიული მატიანე და სწორედ მეფე შულგის დროს მოხდა კანონების პირველი კოდექსის გამოქვეყნება.

დინასტიის მეფეების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ახლო აღმოსავლეთი ძვ. წ. III ათასწლეულის მიწურულს.
  1. დაახლ. ძვ. წ. 2112ძვ. წ. 2094: ურ-ნამუ
  2. დაახლ. ძვ. წ. 2094ძვ. წ. 2046: შულგი
  3. დაახლ. ძვ. წ. 2046ძვ. წ. 2038: ამარ-სუენი
  4. დაახლ. ძვ. წ. 2038ძვ. წ. 2028: შუ-სუენი
  5. დაახლ. ძვ. წ. 2028ძვ. წ. 2003: იბი-სუენი
  • Sallaberger, Walther; Westenholz, Aage (1999), Mesopotamien. Akkade-Zeit und Ur III-Zeit, Orbis Biblicus et Orientalis, 160/3, Göttingen: Vandenhoeck & Ruprecht, ISBN 3-525-53325-X
  • Van de Mieroop, Marc (2007), A History of the Ancient Near East, ca. 3000–323 BC. Second Edition, Blackwell History of the Ancient World, Malden: Blackwell, ISBN 978-1-4051-4911-2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]