ურის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურის ციხე
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
სტატუსი დანგრეული
ურის ციხე — თურქეთი
ურის ციხე

ურის ციხე — საფორტიფიკაციო ნაგებობა არდაჰანის რაიონში, ისტორიული არტაანის სოფელ ურში[1][2], თანამედროვე სოფელ ალტაშში (თურქ. Altaş). მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სოფლის განაპირას, მაღალ ბორცვზე.

ციხის წრიული ფორმის გალავანი ნაგებია უხეში, საშუალო ზომის ქვების მშრალი წყობით, ხოლო შიგნით მდებარე გალავანს შერწყმული კოშკი დუღაბითა და მსგავსი ქვებითაა ნაგები, გალავანში ჩართულია სამი ნახევარწრიული გოდოლი, შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა მოწყობილი. ციხე კარგად მოჩანს ავტომაგისტრალიდან. ური და ურის ციხე მრავალჯერაა მოხსენიებული წერილობით წყაროებში[3][4][5][6][7][8][9][10][11][12].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხუციშვილი თ. (ხელმძღვანელი), „ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2014 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები“, თბილისი, 2015, გვ. 37

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი III, თბ., 1958
  2. ასლანიკაშვილი ალ., გურჯისტანის ვილაიეთის რუკა, 1953.
  3. ბავრელი ს., პატარა შენიშვნები არტანზედ, გაზ. “დროება”, 1878, №212
  4. ყაუხჩიშვილი ს., ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა, ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბ., 1955.
  5. მარტვილელი კ. [კ. ოდიშარია], არტაანის მხარეში, გაზ. “საქართველო”, 1917, №216-234.
  6. ბაგრატიონი გ., მოგზაურობა თურქეთში, ჟურნ. “ძეგლის მეგობარი”, 1996, 2(93)
  7. სიხარულიძე ფ., მასალები სამხარეთმცოდნეო ექსპდიციათა ისტორიისათვის (კონსტანტინე ოდიშარია (მარტვილელი) სამხრეთ საქართველოში მოგზაურობის ჩანაწერები), ბათუმის შ.რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, შრომები II, ბათუმი, 1998
  8. ბერძენიშვილი დ., ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევზე, ,,ანდრია პირველწოდებულის გზის მკვლევი ექსპედიციის’’ სრული ანგარიში, გამომცემლობა ,,უნივერსალი’’ თბ. 2009, (1636)
  9. Baumgartner B., Studien zur historischen Geographie von Tao-Klarjeti (Dissertation), Wien, 1996
  10. Gündoĝdu H., Kaleler ve Kuleler Kenti Ardahan, Ankara, 2000
  11. Беридзе В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981
  12. Такаишвили Е., Материалы по археологии Кавказа собранные экспедициями Императорского Московского Археологического Общества, вып. XII, Москва, 1909