ურალ-ბატირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ურალ-ბატირი“

ურალ-ბატირის ბრძოლა ეშმაკთან
ავტორი ხალხური
ქვეყანა რუსეთი
ენა ბაშკირული
თემა გმირობა
ჟანრი ეპოსი
გამოცემის თარიღი პირველად 1910 წელს ჩაიწერა.

ურალ-ბატირი (ბაშკ. Урал батыр; წარმოსდგება: ურალ + თურქული: ბატირ - "გმირი, მამაციადამიანი") — ბაშკირების ყველაზე ცნობილი ეპოსი. ეპოსში აღწერილია ლეგენდარულ ქმნილებები და საგმირო საქმეები. ის არის სკანდინავიული ბეოვულფის, გერმანული ნიბელუნგების და მესოპოტამიური გილგამეშის მსგავსი ნაწარმოები. პოემა ნაციის მუდმივობის და ადამიანის მიერ ეშმაკიდ დამარცხების შესაძლებლობის იდეას უსვამს ხაზს.

ურალ-ბატირის მოტივები გვხვდება სხვა ისეთ ბაშკირულ ეპოსებში როგორიცაა მაგალითად - ალპამისი, ხოლო აკბუზატი და ბაბსაკი და კუსეკი ურალ-ბატირის სიუჟეტს აგრძელებენ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქული, ირანული და სემიტური სასიმღერო ტრადიციების მსგავსად პოემა ყვება ურალ-ბატორის გმირული საქმეებს. ურალი ხანში შესული მშობლებისგან იანბიკესა და იანბიროესგან დაიბადა.[1] იან (جان) - სპარსულად აღნიშნავს სულს, იანბიროე სულის მიცემას, ხოლო იანბიკე სულის ქალს. ურალი ბავშვობიდანვე ავლენს გმირულ ხასიათებსა და თვისებებს. მისი ცბიერი ძმა შულგანისგან განსხვავებით ის თავიდანვე ეშმაკის დაუძინებელი მტერი იყო. მოწიფული ურალი გადაწყვეტს მოძებნოს და გაანადგუროს სიკვდილი. თავის გზაზე ის ხვდება უამრავ ლეგენდარულ დამიანს და არსებას. ყოველი მისი მოქმედება ემსახურება სიცოცხლის გადარჩენას. თავის ფრთოსანი ულაყის აკბუთატის (თეთრ-ნაცრისფერი ცხენი)[2] დახმარებით ტირანი შახ ხატილის სასიკვდილო მსხვერპლთშეწირვისგან იხსნა ახალგაზრდა კაცი და ქალი. ის ანადგურებს უამრავ დევს, ქოწინდება ლეგენდარულ ჩიტ ჰუმაიზე და ბოლოს ამარცხებს მთავარ დევ აზრაკას. რომლის სხეულისგანაც სამხრეთ ურალში წარმოიქმნა მთა იამან-ტაუ. ურალი დევებთან ბოლო ბრძოლაში მარცხდება, რადგან ის იძულებული იყო დაელია მთელი ტბა სადაც ისინი იმალებოდნენ. თუმცა ურალი ტოვებს ვაჟებს, რომლების მის საქმეს გააგრძელებენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოემა არსებობდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად სიმღერის ფორმით, ის პირველად 1910 წელს ხალხურმა მოლექსემ მუხამედშა ბურანგულოვმა ჩიწერა. პოემაში ნახსენებია პრე-ბაბილონური ისტორიები. პოემაში იკვეთება ირანული და თათრული კულტურების კავშირები.

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურალ-ბატირის ინგლისურად სრულად 1999 წელს ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა საგიკ საფიკოვმა თარგმნა. ტარგმანის გაუმჯობესებული ვერსია 2001 წელს გამოიცა. პოემის საბოლოო ვარიანტი, ბაშკირულ და ინგლისურ ენებზე 2003 წელსს სასაჩუქრე ფორმატით გამოსცეს. 2013 წელს ახალი თარგმანი შეასრულეს დავით და ანასტასია ანდრესენებმა და გამოსცეს ამერიკის შეერთებულ შტატებში „ურალ მამაცის“ (Ural the Brave) სახელით.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Türk Söylence Sözlüğü (Turkish Mythological Dictionary), Deniz Karakurt, (OTRS: CC BY-SA 3.0)
  2. Kafkas Nart Destanlarında At Motifi, Ufuk Tavkul(თურქული)
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-30. ციტირების თარიღი: 2016-11-15.