ურალის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ურალის ხიდი
რუს. Уральский мост
Uralsky bridge.jpg
კოორდინატები: 59°56′06″ ჩ. გ. 30°16′37″ ა. გ. / 59.93500° ჩ. გ. 30.27694° ა. გ. / 59.93500; 30.27694
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო
გადებულია სმოლენკა
სიგრძე 24,6 
სიგანე 31 
გახსნის თარიღი 1716 წ.
რეკონსტრუქცია 1841, 1847, 1883, 1916, 1928 წწ.
ურალის ხიდი — რუსეთი
ურალის ხიდი
ურალის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ურალის ხიდი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ურალის ხიდი (რუს. Уральский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, ვასილეოსტროვსკის რაიონში, მდინარე სმოლენკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს ვასილევსკისა და დეკაბრისტების კუნძულებს. ხიდის საერთო სიგრძეა 24,6 მეტრი, ხოლო სიგანე — 31 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი აკავშირებს ვასილევსკის კუნძულის მერვე და მეცხრე ხაზებს ურალის ქუჩასთან.

დინების ქვემო მიმართულბით მდებარეობს სმოლენსკის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „ვასილეოსტროვსკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1829 წლიდან ხიდს ეწოდება ღვინის ხიდი, ახლოს მდებარე ღვინის დასახლების გამო: ეს არის თხრილებით შემოვლებული ტერიტორია, სადაც განთავსებულია ღვინის მარნები. ასევე არსებობს ვერსია, რომ ღვინის დასახლებას XVIII საუკუნეში უწოდებდნენ საპყრობილეს, სადაც ლოთობის გამო გასამართლებული პატიმრები იხდიდნენ სასჯელს. თანამედროვე სახელი კი ცნობილია XX საუკუნის დასაწყისიდან და მიენიჭა ურალის ქუჩის მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ხიდი ამ ადგილზე არსებობდა უკვე 1716 წელს. XIX საუკუნეში ხიდი არაერთხელ გაარემონტეს: 1841, 1877 და 1883 წლებში. 1902 წელს ქალაქის საბჭო განიხილავდა ხის ხიდის შეცვლას რკინა-ბეტონის ხიდით, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 1916 წელს ხიდი გადააკეთეს. 1928 წელს ხიდი გააძლიერეს ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით. ამ დროისათვის ხიდის სიგრძე იყო 26,2 მ, ხოლო სიგანე – 22,4 მ.

ამჟამად არსებული რკინა-ბეტონის ხიდი ააგეს 1973-1974 წლებში ინჟინერ ე. ა. ბოლტუნოვისა და არქიტექტორ ლ. ა. ნოსკოვის პროექტის მიხედვით. სამშენებლო სამუშაოების დროს ხიდის გვერდით ფუნქციონირებდა ხის ხიდი, რომელზეც დადიოდა ტრამვაი.

2002 წელს ტრამვაის მოძრაობის შეწყვეტის გამო ხიდიდან აყარეს ტრამვაის გზა და განაახლეს გზის საფარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 389. — 511 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 85—86. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 269. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]