ურალისწინეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბაშირეთის ურალისპირეთი

ურალისწინეთი — ბუნებრივი რეგიონი რუსეთში. ეკვრის ურალის დასავლეთ კალთებს. ადმინისტრაციულად შედის პერმის მხარის, კომის რესპუბლიკისა და ბაშკირეთის შემადგენლობაში. ურალისწინეთს მიეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის ვაკის აღმოსავლეთი განაპირა მხარეები მდინარეები პეჩორისა და კამის აუზებში, მათ შორის პეჩორის დაბლობი, ზემო კამის მაღლობი, ბუგულმა-ბელებეის მაღლობი. ჰავა კონტინენტურია, ცივი ზამთრითა და შედარებით თბილი ზაფხულით. ჭარბობს წიწვოვანი ტყეები, სამხრეთით — ფოთლოვანი; უკიდურეს ჩრდილოეთში ტუნდრაა, სამხრეთში — სტეპები (უდიდესი ნაწილი მოხნულია), რომლებსაც ენაცვლება არყისა და მუხი ტყეები. პოპულარული ადგილია წყლის, საფეხმავლო და სპელეოტურიზმისთვის (კუნგურის მღვიმე, დივიის მღვიმე).[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ПРЕДУРАЛЬЕ // Большая российская энциклопедия. т. 27. — М., 2015. — стр. 420.