უოლტერ ადამსი (ეკონომისტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უოლტერ ადამსი
დაბ. თარიღი 27 აგვისტო 1922(1922-08-27)[1]
დაბ. ადგილი ვენა
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი 1998(1998-09-08)[1] (76 წლის)
გარდ. ადგილი East Lansing
სიკვდილის ვითარება ბუნებრივი მიზეზები
გარდაცვალების მიზეზი pancreatic cancer
მოქალაქეობა ავსტრია და აშშ
საქმიანობა ეკონომისტი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
დამსაქმებელი მიჩიგანის უნივერსიტეტი
ჯილდოები ბრინჯაოს ვარსკვლავი
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი

უოლტერ ადამსი (ინგლ. Walter Adams, დ. 27 აგვისტო, 1922, ვენა8 სექტემბერი, 1998) — ამერიკელი ეკონომისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უოლტერ ადამსი დაიბადა 1922 წელს, ვენაში. მისი მამა დაკავებული იყო საერთაშორისო დონეზე ალმასით ვაჭრობით, ხოლო დედა დიასახლისი იყო.

უოლტერმა 1942 წელს ბრუკლინის კოლეჯში მიიღ ბაკალავრის ხარისხი. 1943 წლის აპრილიდან ის აშშს ჯარში მსახურობდა. მსახურობდა 83-ე ქვეით და მე-11 სატანკო დივიზიაში. 1945 წელს გმირული ქცევისთვის დააჯილდოვეს ბრინჯაოს მედლით. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაამთავრა იელის უნივერსიტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი 1946 წელს, ხოლო 1947-ში ფილოსოფიის დოქტორის წოდება.

პედაგოგიურ საქმიანობას 1947 წლიდან ეწეოდა მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში. 1956 წლიდან ატარებდა პროფესორის სტატუსს, ხოლო 1969-1970 წლებშ იყო უნვიერსიტეტის დირექტორი. 1971 წელს ადამსმა გამოაქვეყნა მემუარები საკუთარი სამუშაო გამოცდილების შესახებ, სახელწოდებით Test. უნივერსიტეტში ასწავლიდა 1992 წლამდე. 1992-დან იკავებდა დამსახურებული პროფესორის სტატუსს ტრინიტის უნივერსიტეტში.

თავისი კარიერის განმავლობაში ადამსმა ათობით წიგნი დაწერა. გარდაიცვალა პანკრეასის კიბოთი, 1998 წლის 8 სექტემბერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.