უობოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უობოსიოსების მითური წინაპარი „ცხოვრება ქართუელთა მეფეთას“ მიხედვით. წყაროს ცნობით უობოსი იყო ხაზართა მეფის ძე, რომელსაც მამამ უბოძა ტყვე სომხები და ქართველები და კავკასიანთა მიწა-წყლის ნაწილი მდ. ლომეკის (თერგი) დასავლეთით. სწორედ აქ დაშენებულან ოსები და წარმოქმნილა ოსეთი.

სახელი „უობოსი“ სხვა წყაროებში არ გვხვდება და სავარაუდოდ შექმნილია „ცხოვრება ქართუელთა მეფეთას“ ავტორის მიერ ქართული ეთნონიმის („ო[ვ]სი“) ბერძნული მანერით სტილიზების გზით.