უნჰიეონგუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ირო-დანგი, უნჰიეონგუნგი - სეული, კორეა

უნჰიეონის სასახლე (კორ. 운현궁), აგრეთვე ცნობილი როგორც უნჰიეონგუნგის სამეფო რეზიდენცია — ყოფილი კორეის სამეფო რეზიდენცია, რომელიც მდებარეობს 1144-10 უნნ-ნი-დონგში, სეული, სამხრეთ კორეა. ის თავდაპირველად იყო პრინც რეგენტის დაევონ-გუნის რეზიდენცია, რომელიც იყო ჩოსონის დინასტიის მმართველი XIX საუკუნეში, ასევე იმპერატორ გოჯონგის მამა. თავად გოჯონგიც ამ რეზიდენციაში ცხოვრობდა, მანამ, სანამ 12 წლის ასაკში ტახტზე არ ავიდა.[1][2] ამაჟამად ის არის მუზეუმი და ღიაა საზოგადოებისთვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნჰიეონის სასახლე (운현궁)
Korea-Seoul-Unhyeongung 1292-06.JPG

მისი ტერიტორია თარიღდება XIV საუკუნით. ადრეული შენობები დაზიანდა და განადგურდა დროთა განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც შემორჩა დღემდე. როდესაც უნჰიეონგუნგი დედოფალი დედა ჯოს განკარგულებაში იყო ის გადაკეთდა გრანდიოზულ კომპლექსად, რომელსაც ოთხი კარიბჭე ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, სარეზიდენციო კომპლექსი დაევონ-გუნის მემკვიდრეობიდან გადავიდა იაპონიის კოლონიური მმართველობის ქვეშ, ის დააბრუნეს 1949 წელს და 1993 წელს ის მიჰყიდეს სეულის მთავრობას. მოგვიანებით მას ჩაუტარდა სამ წლიანი რესტავრაცია, რათა დაებრუნებინათ მისთვის თავდაპირველი სახე.[3]

დღევანდელი ნაგებობა შედარებით პატარაა მის წინა შენობასთან შედარებით, დღესდღეობით დუკსუნგის ქალთა უნივერსიტეტი ფლობს მისი ტერიტორიის ნაწილს, ასევე სხვა პატარა ტერიტორიებს, რომელშიც შედის უნჰიეონის სამეფო ბაღი და ბიეოლჰადანგ ჰანოკის სასტუმრო.[4] დარჩენილი კომპლექსი შეიცავს:

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერიერის ზოგიერთი ნაწილი განაახლეს და შეიცავს სხვადასხვა მანეკენებს, მათი ჩაცმულობაა კი ზუსტად შეესაბამება სხვადასხვა დროის კორეის ისტორიის ჩაცმულობას. კომპლექსი შეიცავს პატარა მუზეუმს. რეზიდენცია ღიაა საზოგადოებისთვის. მისი დათვალეიერება და შესვლა ფასიანია.

ნორაკდანგის დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორკადანგის არის ყველაზე დიდი შენობა კომპლექსის შიგნით, ასევე გამოყოფილია ტერიტორია, სადაც მეფე გოჯონგისა და იმპერატრიცა მიეონგსეონგის ქორწილია განსახიერებული. ნორაკდანგი ასევე იყო ერთ-ერთი იმ ორი რეზიდენციიდან, რომელიც ქალებისთვის იყო განკუთვნილი.

ყველაზე სახელგანთქმული არის ნორაკდანგის შიგნით მდებარე სამზარეულოს სტრუქტურა, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს საკვების მოსამზადებლად. დარბაზში ტარდებოდა ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორიცაა დაბადების დღის წვეულებები და მასთან დაკავშირებული ცერემონიები.

ტრადიციული საქორწილო ცერემონია იმართებოდა ნორაკდანგში.[1]

სუჯიკსა უნჰიეონგუნგის

ნოანდანგის დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოანდანგი არის ადგილი, სადაც ჰეუნგსეონ დაევონგუნი იღებდა სტუმრებს და იყო დასასვენებელი ადგილი მამაკაცებისთვის. დარბაზი არ იყო მხოლოდ მოსასვენებელი და გასართობი ადგილი. ჰეუნგსეონ დაევონგუნი, როგორც მამა ახალგაზრდა იმპერატორის, ყველა საქმიანობას აკეთებდა ნოანდანგში.[1]

იროდანგის დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროდანგი არის სარეზიდენციო კომპლექსში ერთ-ერთი ორი იმ ორი რეზიდენციიდან, რომელსაც იყენებდნენ ქალები.

სუჯიკსა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუჯიკსა არის მარჯვენა შესასვლელის პატარა მწკრივი ოთახებისა. ეს ოთახები განკუთვნილი იყო მოსამსახურეებისა და გუარდიის საცხოვრებლად.[1]

სამეფო საქორწილო ცერემონიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო ქორწილის ცერემონიის იმიტაცია მეფე გოჯონგისა და იმპერატრიცა მიეონგსეონგის, სამეფო სასახლის წევრებთან ერთად

უნჰიეონგუნგი არის ტერიტორია ბოლო სამეფო ცერემონიისთვის, მეფე გოჯონგისა და იმპერატრიცა მიეონგსეონგის ქორწილის იმიტაცია, რომელიც გაიმართა უნჰიეონგუნგის ტერიტორიაზე 1866 წლის 21 მარტს. ეს იმიტაცია იმართება ყოველ წელს გაზაფხულსა და შემოდგომაზე.[5][6]

ეს ცერემონია არის ზუსტი იმიტაცია, რომელიც ეფუძნება ისტორიულ კვლევებსა და სასახლის განხილვათა ნაკრების განხილვებს, საიმპერატორო ოჯახის სამეფო ქორწინების ცერემონიის და მისი საუცხოო, სამეფო სტილის შესახებ. ის იმიტაცია შესაძლებლობას აძლევს დამთვალიერებელს განიცადონ ჩოსონის დინასტიის მიმზიდველი და ელეგანტური ტრადიციულო სამეფო კოსტუმების და ცხოვრების სტილის მრავალფეროვნება.[7][8]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hoon, Shin Young (2008). The Royal Palaces of Korea: Six Centuries of Dynastic Grandeur. Singapore: Stallion Press. ISBN 978-981-08-0806-8. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Imagine Your Korea : Official site. წაკითხვის თარიღი: 2010-08-22.
  2. Lee, Sun-min. “This is no ordinary Chuseok“, 18 September 2010. წაკითხვის თარიღი: 9 April 2013. 
  3. Unhyeongung Palace. წაკითხვის თარიღი: 2010-08-22.
  4. Welcome to Yoo's Familly. წაკითხვის თარიღი: 2016-11-02.
  5. Imagine Your Korea : Official site. წაკითხვის თარიღი: 2010-08-22.
  6. Joe, Yonghee. “Holiday fun for the foreigner“, 23 September 2004. წაკითხვის თარიღი: 9 April 2013. 
  7. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-07-22. წაკითხვის თარიღი: 2010-08-22.
  8. Court Wedding Reenacted at Unhyeon Palace“, 29 April 2004. წაკითხვის თარიღი: 9 April 2013.