უნტერ-ოფიცერი პრიშიბეევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უნტერ-ოფიცერი პრიშიბეევი
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1885
გამოცემულია 18 ოქტომბერი, 1885

უნტერ-ოფიცერი პრიშიბეევი (რუს. Унтер Пришибеев) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1885 წელს დაიწერა. პირველად, 1885 წლის 18 ოქტომბერს, გაზეთ „პეტერბურგის გაზეთის“-ს 273-ე ნომერში გამოქვეყნდა.

გამოქვეყნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოები პირველად, 1885 წლის 18 ოქტომბერს, გაზეთ „პეტერბურგის გაზეთის“-ს 273-ე ნომერში „ფრთიანი ჩანაწერების“ განყოფილებაში გამოქვეყნდა, სახელწოდებით „შარისთავი“ და ხელმოწერით ა. ჩეხონტე. ჩეხოვმა მოთხრობა ახალი სახელწოდებით 1899-1901 წლებში ადოლფ მარქსის მიერ გამოცემულ თხზულებათა მეორე ტომში შეიტანა[1].

ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა ბულგარულ, გერმანულ, სერბო-ხორვატულ და ჩეხურ ენებზე ითარგმნა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობა უნტერ-ოფიცერი პრიშიბეევი თავდაპირეველად, ჟურნალ „Осколки“-სთვის დაიწერა, მაგრამ მისმა რედაქტორმა ნიკოლაი ლეიკინმა მოთხრობას ზედმეტად გაწელილი და არასაკმარისად სასაცილო, „მშრალი“ უწოდა. ლეიკინმა ნაწარმოების საკუთარი შემცირებული ვარიანტი მოამზადა, მაგრამ ის ცენზურამ დაიწუნა. ლეიკინის რჩევის გათვალისწინებით, ჩეხოვმა ნაწარმოები სანქტ-პეტერბურგის გაზეთში გააგზავნა, სადაც ცენზურასთან დაკავშირებული პრობლემა არ არსებობდა. იქ მოთხრობა სახელწოდებით „შარისთავი“ გამოქვეყნდა.

ნაწარმოების პეტერბურგის გაზეთში დაბეჭდილ ვერსიაში, ჩეხოვმა მოქმედების თარიღი შეცვალა (3 აგვისტოს ნაცვლად, 3 სექტემბერი) და პრიშიბეევის ხასიათი დაარბილა. დაასრულა სცენა, სადაც მიროვოი პრიშიბეევს „შენობით“ საუბრის ნაცვლად „თქვენობით“ საუბარს ასწავლის: „თუკი სულელ ადამიანს ვერ სცემ, შენივე სულის ცოდვა იქნება. განსაკუთრებით თუკი საქმეს ... თუკი უწესრიგობა...“.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნტერ-ოფიცერი პრიშიბეევს ძველი სამხედრო ჩვევის გამო, ყველგან და ყოველთვის მისი გაგებით „წესრიგის“ აღდგენის გამო პოლიციასთან უსიამოვნება შეემთხვევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონ ჩეხოვი უნტერ-ოფიცერი პრიშიბეევი // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shub, E. M. Commentaries to Унтер Пришибеев.