უნჟა
იერსახე
| უნჟა რუს. Унжа | |
|---|---|
|
კუნჟა ქალაქ კოლოგრივთან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ვოლოგდის ოლქი, კოსტრომის ოლქი |
| ქალაქები | კოლოგრივი, მანტუროვო, მაკარიევი |
| მარჯვენა შენაკადები | ვიგა, ნეა |
| მარცხენა შენაკადები | მეჟა |
| სათავე |
კემის და ლუნდონგის შეერთება 59°21′18″ ჩ. გ. 44°28′52″ ა. გ. / 59.35500° ჩ. გ. 44.48111° ა. გ. |
| შესართავი |
გორკის წყალსაცავი 57°35′43″ ჩ. გ. 43°29′51″ ა. გ. / 57.59528° ჩ. გ. 43.49750° ა. გ. |
| სიგრძე | 426 კმ |
| აუზის ფართობი | 28 900 კმ² |
| მდინარის სისტემა | გორკის წყალსაცავი → ვოლგა → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (მინ.) | 7,82 მ³/წმ |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 158 მ³/წმ |
| წყლის ხარჯი (მაქს.) | 2520 მ³/წმ |
|
| |
უნჟა[1] (რუს. Унжа) — მდინარე რუსეთში, ვოლოგდისა და კოსტრომის ოლქებში; მდ. ვოლგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 426 კმ, აუზის ფართობი 28 900 კმ². წარმოიქმნება მდინარეების კემისა და ლუნდონგის შეერთებით, რომლებიც სათავეს ჩრდილოეთ უვალებში იღებს. ჩაედინება გორკის წყალსაცავის უნჟის ყურეში, ქვემო წელი ნატბორშია მოყოლილი. იკვებება უპირატესად თოვლის წყლით. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 50 კმ-ში 158 მ³/წმ, უდიდესი — 2520 მ³/წმ, უმცირესი — 7,82 მ³/წმ. იყინება ოქტომბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში, ლღვება აპრილში – მაისის დასაწყისში. ძირითადი შენაკადებია: ვიგა, ნეა (მარჯვენა); მეჟა (მარცხენა). იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. სანაოსნოა ქვემო წელზე. მდინარეზეა ქალაქები კოლოგრივი, მანტუროვო, მაკარიევი.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 210.
- ↑ Унжа // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 27 — М., 1977.