შინაარსზე გადასვლა

უნივერსალური ლიტვური ენციკლოპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უნივერსალური ლიტვური ენციკლოპედიის პირველი ტომები

უნივერსალური ლიტვური ენციკლოპედია (ლიტვ Visuotinė lietuvių enciklopedija ან VLE) — უნივერსალური ლიეტუვურენოვანი ენციკლოპედია, რომელსაც 2001 წლიდან ლიეტუვის მეცნიერებისა და ენციკლოპედიის ინსტიტუტი გამოსცემს. VLE დამოუკიდებელ ლიეტუვაში გამოსული პირველი უნივერსალური ენციკლოპედიაა. მან ჩაანაცვლა 1976-85 წწ გამოსული 13 ტომიანი ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია. ახალი ენციკლოპედია 26 ტომისგან შედგება, რომლის გამოცემაც 2015 წელს დასრულდა.

2014 წელს გამოვიდა დამასრულებელი 25-ე ტომი, ხოლო დამატება 2015 წელს დაიბეჭდა. (საერთო მოცულობაში 18 000 გვერდზე მეტია).

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, VLE-ში 115 000 სტატიის განთავსება იყო გათვალისწინებული, მაგრამ რედკოლეგიის გადაწყვეტილებით 25-ტომეულში 122,000 სტატია შევიდა. 2017 წლის ივნისიდან VLE განთავსებულია ონლაინ და მისი რედაქტირება მუდმივი პროცესია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]