შინაარსზე გადასვლა

უნივერსალური დიზაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უნივერსალური დიზაინი ან უნივერსალური გეგმარება (იგივე ინკლუზიური დიზაინი) — ისეთი შენობების, ნაწარმის და გარემოს ფართო სპექტრის იდეები, რომლებიც ხელმისაწვდომია ასაკოვანი პირებისთვის და პირებისთვის შეზღუდული შესაძლებლობებით და მათ გარეშე[1]. გარემოს შემუშავებაში იგულისხმება ისეთი შენობების აგება, რომლებშიც გათვალისწინებულია უსაფრთხოების წესები.

ხელმისაწვდომი გარემოს კონცეფცია წარმოიშვა XX საუკუნის მეორე ნახევარში. იგი პირველად ჩამოყალიბდა სელვინ გოლდსმითის მიერ წიგნში „პროექტირება ინვალიდებისთვის“. მაგალითად, მის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც დღეს სტანდარტად არის ქცეულია, დაბალი ბორდიურია, საარქიტექტურო გარემოს აუცილებელი ნაწილი. თავად ტერმინი უნივერსალური დიზაინი, ესთეტიკისა და ხელმისაწვდომი მოხმარების პროდუქტების თუ გარემოს პროექტირების დახასიათებისთვის პირველად გამოიყენა რონალდ მეისმა.

უნივერსალური დიზაინი ნიშნავს დიზაინის მიმართულების ისეთ განვითარებას, რათა შემუშავდეს გარემო და ნაწარმი, რომლის გამოყენებისთვის არ არის აუცილებელი სპეციალური ადაპტირება. მიმართულების ყველა ძირითადი მდგომარეობა ეფუძნება უფრო ადრეულ ბარიერულ კონცეფციას, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის ისეთ ხელმისაწვდომობას, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ ადაპტირებული და სარეაბილიტაციო ტექნიკის გამოყენებას. ტერმინის ავტორი აგრეთვე გულისხმობს ესთეტიურ შემადგენელს. ამჟამად ინტერესი უნივერსალური დიზაინისადმი იზრდება, ვინაიდან დაბადებიდან თანდაყოლილი ტრავმების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღების საშუალებათა არჩევანი გაეზარდათ.

გარემო, შექმნილი დიზაინის ასეთი მიმართულების გათვალისწინებით, ხელსაყრელია არა მხოლოდ შშმ პირებისთვის, არამედ საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვისაც. ასეთი ნაწარმის მაგალითია პანდუსები თუ ავტობუსები, რომელთა სალონი თუ კარი ადაპტირებულია ყველასთვის.

ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა მიმართულების შემდეგი პრინციპები:[2]

  1. საზოგადოებრივი თანასწორობა
  2. მოქნილობა გამოყენებისას
  3. მარტივი და ინტუიციური დიზაინი
  4. მარტივად აღსაქმელი ინფორმაცია
  5. მისაღები შეცდომა (ტექნიკური პრობლემების მინიმუმამდე დაყვანა)
  6. მინიმალური ფიზიკური ძალის გამოყენება
  7. ზომა და სივრცე წვდომისთვის და გამოყენებისთვის

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ronald L. Mace on NC State University, College of Design. Design.ncsu.edu. ციტირების თარიღი: 2013-07-26.
  2. Center for Universal Design at North Carolina State University. Design.ncsu.edu. ციტირების თარიღი: 2014-11-14.