შინაარსზე გადასვლა

უნიანგის ტბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უნიანგის ტბები
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ჩადის დროშა ჩადი | ქვეყნის დროშა2 | name = ჩადის დროშა ჩადი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii
რეგიონი აფრიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2012  (36-ე სესია)
ნომერი 1400
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1400
ინგლ.რუს.ფრ.

უნიანგის ტბები (ფრანგ. Lacs d'Ounianga) — ტბების მთელი რიგი საჰარის უდაბნოში, ჩადის ჩრდილოეთ ნაწილში.

უნიანგის ტბები მაღალი მარილიანობის მქონე 50 ტბის კრებულს წარმოადგენს, რომელთა აუზიც ტიბესტისა (დასავლეთით) და ენედის (აღმოსავლეთით) მთებს შორის მდებარეობს. უფრო დაზუსტებით, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ტბათა ორ ჯგუფს — უნიანგა-კებირსა და უნიანგა-სერირს.

უნიანგის ტბები იმ დიდი ტბის ნარჩენია, რომელიც ამ ადგილას 5000 — 15 000 წლის წინ არსებობდა. დღეისათვის მათი საერთო ფართობი 20 კმ²-ს შეადგენს. ტბებიდან აორთქლების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელ მსოფლიოში და ამას ემატება ის ფაქტი, რომ რეგიონში ნალექი თითქმის საერთოდ არ მოდის. ისინი ძირითადად იმ მიწისქვეშა წყლებით იკვებებიან, რომლებიც ამ არეალის გაუდაბნოებამდე წარმოიქმნენ.

2012 წელს უნიანგის ტბები იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]