უნა ო'ნილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Oona O'Neill უნა ო'ნილი
Oona O'Neill - 1943.jpg
უნა ჩაპლინი - 1943 წ. სანტა ბარბარა, კალიფორნია
დაბადების თარიღი 14 მაისი, 1925
ვავრიკი, ბერმუდის კუნძულები
გარდაცვალების თარიღი 27 სექტემბერი, 1991 წ. (66წლის)
ვევე, შვეიცარია
მოქალაქეობა

დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი

აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ჩარლი ჩაპლინი
შვილ(ებ)ი 8
მშობლები მამა: იუჯინ ო'ნილი
დედა: აგნეს ბულტონი

უნა  ო'ნილი, ლედი ჩაპლინი (ინგლ.Oona O'Neill, Lady Chaplin. 13 მაისი, 1925, ვარვიკი, ბერმუდის კუნძულები - გ. 27 სექტემბერი, 1991, კორსიერ-სური, ვევე, შვეიცარია) — ამერიკელი მწერლის იუჯინ ო'ნილისა და აგნესის  ბულტონის ქალიშვილი. რეჟისორისა და მსახიობის ჩარლი ჩაპლინის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნა  ბერმუდის კუნძულებზე დაიბადა. ორი წლის ასაკში  მამამ ოჯახი მიატოვა, რის შემდეგაც უნა იშვიათად ხედავდა მას. გოგონამ ბავშვობა მანჰეტენსა და ნიუ ჯერსიში, პოინტ პლეზანსში, ბულტონის ოჯახის მამულში გაატარა.[1]

უნა მეუღლესთან, ჩარლი ჩაპლინთან ერთად 944 წ.

17 წლის ასაკში მან დაიწყო სამსახიობო კარიერა. ამ პერიოდის განმავლობაში, უნა ნილის თაყვანისმცემლები იყვნენ კარიკატურისტი პიტერ არნოლტი, რეჟისორი და მსახიობი ორსონ უელსი.  განსაკუთრებული ყურადღებით მწერალი ჯერომ სელინჯერი გამოირჩეოდა. ამავე დროს უნამ  გაიცნო ჩარლი ჩაპლინი, რომელზეც დაქორწინდა 1943 წლის 16 ივნისს, 36 წლის ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად. ჩაპლინთან ქორწინების შემდეგ, უნას მამამ შეწყვიტა მასთან ყოველგვარი კონტაქტი. ჩაპლინთან ქორწინება 35 წელი გაგრძელდა, რეჟისორის გარდაცვალებამდე.

ჩარლი ჩაპლინის  მოგონებების თანახმად, უნა  ერთგული მეუღლის მაგალითი იყო და მხარს უჭერდა ჩაპლინს ცხოვრების ურთულეს პერიოდებში. მან აჩვენა სიმტკიცე და გამძლეობა. უნამ მსახიობის კარიერა დატოვა და თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა.[2][3]

Oona O'Neill.jpg

1952 წელს, მაკარტიზმის ეპოქაში, ჩარლი  ჩაპლინი შევიწროვებულ იყო ყვითელი პრესის მიერ და იდევნებოდა იქნა აშშ-ს ხელისუფლების მიერ მისი სავარაუდო "ანტიამერიკული საქმიანობისა და კომუნისტების მიმართ სიმპათიების გამო". მისი ფილმის „რამპის ჩირაღდნები“( Ramp Lights )პრემიერაზე დიდ ბრიტანეთში ყოფნისას მან შეიტყო, რომ მას სახლში დაბრუნების უფლება არ ჰქონდა. უნა  ჩაპლინი გაემგზავრა შეერთებულ შტატებში . მოაგროვა  სახსრები  და ოჯახი  წაიყვანა შვეიცარიაში, სადაც დაფუძნდნენ საბოლოოდ. ევროპაში დაბრუნებისთანავე უნა ჩაპლინმა უარი თქვა ამერიკის შეერთბული შტატების მოქალაქეობაზე.[4]

მომდევნო წლები ჩაპლინის ოჯახმა შვეიცარიის ქალაქ ვევეში გაატარა.

ჩაპლინებს რვა შვილი ჰყავდათ: ჯერალდინ ჩაპლინი (დ. 1944 წლის 31 ივლისი), [5] მსახიობი, ესპანელი კინორეჟისორის კარლოს საურას მეუღლე 1979 წლამდე. ამჟამად დაქორწინებულია ჩილელ კინოოპერატორ პატრისიო კასტილაზე. მაიკლი (1946 წლის 7 მარტი); ჟოზეფინა (1949, 28 მარტი) ვიქტორია (1951 წლის 19 მაისი) იუჯინ ენტონი (1953 წლის 23 აგვისტო) ჯეინი (1957 წლის 23 მაისი) ანეტი (1959 წლის 3 დეკემბერი) და კრისტოფერი (1962 წლის 6 ივლისი).

1975 წლის მარტში ჩარლი ჩაპლინს რაინდის  წოდება უბოძეს. შესაბამისად,  მეუღლე გახდა ლედი უნა ჩაპლინი.[6]

ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წელს,  უნა ჩაპლინმა სცადა სამუშაოს შოვნა ნიუ-იორკში, მაგრამ მალევე დაბრუნდა შვეიცარიაში.

1991 წელს ლედი უნა ჩაპლინი გარდაიცვალა პანკრეასის კიბოთი.[7]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ranald, p. 118; Sheaffer, p. 150 and p. 179.
  2. Vance, Jeffrey (2003). Chaplin: Genius of the Cinema. New York: Harry N. Abrams, pg. 262.
  3. Dale Bechtel (2002). "Film legend found peace on Lake Geneva". www.swissinfo.ch/eng. Vevey. Retrieved
  4. "Limelight – The Story of Charlie Chaplin". La Jolla Playhouse. Archived from the original on 21 July 2013. Retrieved 25 June 2012.
  5.  "Geraldine Chaplin" El Mundo. 6 February 2000. Retrieved 14 July 2013.and Scovell, p. 259.
  6. Scovell, p. 274 and Lynn, pp. 519–520 and pp. 540–541 for alcoholism. O'Neill's ex-daughter-in-law, Patrice Chaplin, has also written about her alcoholism in Hidden Star: Oona O'Neill Chaplin - A Memoir. See review: " Arditi Michael, (8 Jyly, 1995) A drunken widow in a gilded cage" The Independent, Retrieved 12 August, 2013.
  7. Oona O’Neill Chaplin Dies at 66; She Lived in the Shadow of Fame