უნა-უნსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უნა-უნსოს დროშა

უნა-უნსო (უკრ. Українська Національна Асамблея, УНА УНСО; უკრაინის ნაციონალური ასამბლეა) — ყველაზე ცნობილი ნაციონალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია უკრაინაში[1], 8 000 წევრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1990 წლის 30 ივნისს, დისიდენტის იური შუხევიჩის მიერ „უკრაინის პარტიათაშორის ასამბლეის“ (რუს. Украинская межпартийная ассамблея [УМА]) სახელით და წარმოადგენდა რამოდენმე ნაციონალისტური პარტიისა და საზოგადო ორგანიზაციების გაერთიანებას.

ასამბლეის მეთაური იყო ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსი და მწერალი დმიტრო კორჩინსკი.

უნა-უნსო-ს მებრძოლები საქართველოში

1991 წლის ზაფხულის ბოლოსთვის „უკრაინის პარტიათაშორის ასამბლეის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი სრულფასოვან პარტიად გარდაქმნის თაობაზე. 1991 წლის 8 სექტემბერს „უკრაინის პარტიათაშორის ასამბლეას“ შეუცვალეს სახელწოდება და უწოდეს „უკრაინის ნაციონალური ასამბლეა“, რის შემდეგადაც თავი პარტიად გამოაცხადა.სსრკ-ს დროს უნა-ს ოფიციალურად რეგისტრაცია ვერ მოხდა.

მოსკოვის პუტჩის შემდეგ უნამ დაიწყო უკრაინული სამხედრო დაჯგუფებების ფორმირება. აღნიშნულმა ნახევრადსამხედრო ფორმირებებმა მიიღეს სახელწოდება „უკრაინული სახალხო თავდაცვა“ (რუს. Украинская народная самооборона [УНСО]).

უკრაინის ნაციონალურმა თავდაცვამ (უნსო - უნა-ს სამხედრო განშტოება) მონაწილეობა მიიღო დნესტრისპირეთის ომში, მოლდოვის წინააღმდეგ, ხოლო აფხაზეთის ომში, ქართველების დასახმარებლად მათ დაახლოებით 100 მოხალისე გამოგზავნესსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!. მათი დანაყოფის სახელი იყო — არგო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (ინგლისური) Global Research, Neo-Nazi Organizations in the Ukraine, December 17, 2004 დაარქივებული March 10, 2012[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები