უნაგირი
იერსახე

უნაგირი — ცხენის აღკაზმულობის ნაწილი. იდგმება ცხენის ზურგზე და წარმოადგენს მხედრის დასაჯდომ მოწყობილობას. შედგება თოქალთოს, კეხის, სამკერდე თასმის, საწყვეტის, მუცლის თასმის, საძუის, ბალიშის, უზანგისა და ბალიშზე საფენისაგან. უნაგირს მეკეხეები და მეუნაგირეები ამზადებენ. ხშირად ამკობდნენ ვერცხლის ან თითბრის ღილებითა და ბალთა-აბზინდებით, ასევე ძვლითა და რქით.
საქართველოში მეუნაგირეობა ისტორიულად მაღალ დონეზე იდგა. განასხვავებდნენ კახურ (მაღალ) და იმერულ (დაბალ) უნაგირს. მეუნაგირე ხელოსნები ცალკე ამქარს შეადგენდნენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯალაბაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 150.