შინაარსზე გადასვლა

უმუშევრობა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უმუშევრობა — მდგომარეობა,როდესაც შრომის უნარის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ დასაქმება და სამუშაოს შოვნა სტრუქტურულ, პოლიტიკურ ან სოციალურ მიზეზთა გამო.

უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა გარდაუვალია რეალურ ეკონომიკაში.

უმუშევრობის ნორმალურ დონეს განსაზღვრავს ოფიციალურად რეგისტრირებულ უმუშევართა ხვედრითი წონა შრომისუნარიანი ასაკის მქონე მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. თუმცა, ეს მაჩვენებელი არ იძლევა სრულ სურათს ამ სფეროში შექმნილ ვითარებაზე. არსებული მდგომარეობის სწორად შეფასებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ უმუშევართა რაოდენობის, არამედ მათი უმუშევრობის პერიოდის ხანგრძლივობის ცოდნა.