უმდაბლესი მცენარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

უმდაბლესი მცენარეები, თალუსოვანი მცენარეები (ლათ. Thallophyta) — მცენარეული სამყაროს ერთ-ერთი ქვესამეფო. აერთიანებს ბაქტერიებს, აქტინომიცეტებს, მიქსომიცეტებს, სოკოებს, წყალმცენარეებს, ლიქენებს (მღიერებს). უმდაბლესი მცენარეების სხეული არ არის დიფერენცირებული ფესვად, ღეროდ და ფოთლად. ასეთ სხეულს თალუსი ეწოდება. გამრავლების ორგანოები ერთუჯრედიანია. უმდაბლესი მცენარეებს შორის გამოიყოფა პროკარიოტები და ევკარიოტები; ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი მიკროსკოპული და მაკროსკოპული ფორმები; ჰეტეროტროფული და ავტოტროფული ორგანიზმები. ბაქტერიებისა და ერთუჯრედიანი წყალმცენარეების ნამარხი ფორმები ცნობილია არქაული და პროტეროზოული პერიოდის ნალექებიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]