უმბრა
იერსახე
| უმბრა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Umbra krameri | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
IUCN 3.1 Vulnerable : 22730 | ||||||||||
| ||||||||||
უმბრა (ლათ. Umbra krameri) — თევზი უმბრასებრთა ოჯახისა. აქვს წითელ-მოწაბლისფრო სხეული, რომლის სიგრძე 50-90 მმ, იშვიათად 115 მმ, მასა 27 გრამს აღწევს. დაფარულია ციკლოიდური ქერცლებით. გავრცელებულია მდინარეების დუნაისა და დნესტრის აუზებში. იკვებება ზოობენთოსითა და თევზის ლიფსიტებით. გამრავლებას იწყებს ერთი წლისა. ტოფობს მარტიდან — მაისამდე; ყრის 150-ზე მეტ ქვირითს, რომელსაც დედალი იცავს. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 147.
