უმაღლესი პარტიული სკოლის შენობა (დონის როსტოვი)
უმაღლესი პარტიული სკოლის შენობა რუს. Здание Высшей партийной школы | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′04″N 39°42′32″E / 47.21775° ჩ. გ. 39.708937° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
არქიტექტორი | გიორგი პეტროვი, ნ. ხუდოვერტოვი |
ტიპი | ნეოკლასიციზმი |
დასრულების თარიღი | 1953-1956 |
უმაღლესი პარტიული სკოლის შენობა (რუს. Здание Высшей партийной школы) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს ბუდიონოვის პროსპექტისა და მოსკოვის ქუჩის გადაკვეთაზე (სახლი 20/45). შენობა ააგეს 1953-1956 წლებში არქიტექტორ გეორგი პეტროვის (ნ. ხუდოვერტოვთან ერთად) პროექტის მიხედვით. შენობა აგებულია სტალინური ნეოკლასიკისა და ხრუშჩოვის ფუნქციონალიზმის სტილში.
მისამართი: დონის როსტოვი, ბუდიონოვის პროსპექტი № 20/45.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უმაღლესი პარტიული სკოლის შენობის პროექტის შექმნის დროს არქიტექტორი გ. პეტროვი გეგმავდა აეშენებინა „განათლების სახლი“[1], მაგრამ მშენებლობის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს 1955 წლის 4 ნოემბრის დადგენილება „დაგეგმარებაში და მშენებლობაში ჭარბი დიზაინის მოხსნის შესახებ“, რის შედეგადაც შემცირდა პარტიული სკოლის შენობის ფასადი, მოიხსნა პარაპეტი და ფიგურები[1].
1980-იანი წლების შუა პერიოდში შენობის სიახოვეს მიწისქვეშა გადასასვლელისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანის შემდეგ, პარტიული სკოლის შენობის ფუნდამეტმა დაიწყო დეფორმაცია. კედელზე გაჩნდა ბზარები, კაპიტელმა დაიწყო ნგრევა. ავარიის საწინააღმდეგო სამუშაოებს აწარმოებდა შენობის ამჟამინდელი მფლობელი - საბაჟო აკადემიის როსტოვის ფილიალი[2].
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უმაღლესი პარტიული სკოლის ხუთსართულიანი შენობის ზედა კედლები მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით, ასევე გამოიყენებოდა კერამიკული სვეტები, რელიეფური ჩანართები გირლიანდებით და როზეტკებით. ქვედა ორ სართულს ამშვენებს კლდის ფაქტურის ტუფის ბლოკები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Л. Ф. Волошинова. Негромкая архитектурная дата: Георгий Алексеевич Петров (1912—1975) // Донской временник, 2001.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Л. Ф. Волошинова. Негромкая архитектурная дата: Георгий Алексеевич Петров (1912—1975) // Донской временник, 2001.
- ↑ Ростовский филиал Таможенной академии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-19. ციტირების თარიღი: 2017-02-17.