შინაარსზე გადასვლა

უმანკოების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უმანკოების მუზეუმი
თურქ. Masumiyet Müzesi
41°01′51″ ჩ. გ. 28°58′47″ ა. გ. / 41.0309306° ჩ. გ. 28.9798194° ა. გ. / 41.0309306; 28.9798194
დაარსდა 2012 წელი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა ბეიოღლუ
ოფიციალური საიტი https://www.masumiyetmuzesi.org/en და https://www.masumiyetmuzesi.org/
Map

უმანკოების მუზეუმი (თურქ. Masumiyet Müzesi) — მუზეუმი XIX საუკუნის სახლში სტამბოლში (ჩუქურჯუმა), რომელიც შექმნილია მწერლის ორჰან ფამუქის მიერ, როგორც მისი რომანის „უდანაშაულობის მუზეუმის“ კომპანიონი. მუზეუმი და რომანი ერთდროულად იქმნებოდა, ორი სტამბოლელი ოჯახის ისტორიებზე ორიენტირებული. 2014 წლის 17 მაისს მუზეუმი გამოცხადდა 2014 წლის ევროპის მუზეუმის ჯილდოს გამარჯვებულად.[1]

მოთხრობა და მუზეუმი გვთავაზობს ჩანახატს სტამბოლის ზედა ფენის ცხოვრებაზე 1970-იანი წლებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე.[2] რომანი ასახავს ქემალის ისტორიას, მდიდარი სტამბოლელის, რომელსაც შეუყვარდება მისი ღარიბი ბიძაშვილი ფიუსუნი, ხოლო მუზეუმი აჩვენებს მათი სასიყვარულო ისტორიის არტეფაქტებს.[2][3] მუზეუმის ვებსაიტის თანახმად, კოლექცია, რომელიც მოიცავს ათასზე მეტ ობიექტს, წარმოადგენს იმას, რასაც რომანის პერსონაჟები „იყენებდნენ, ატარებდნენ, ისმენდნენ, ხედავდნენ, აგროვებდნენ და რაზეც ოცნებობდნენ, ყველაფერი ფრთხილად მოწყობილია ყუთებსა და საჩვენებელ ვიტრინებში.“

ფამუქმა ობიექტების შეგროვება მუზეუმისთვის პირველად 1990-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო. „მე მინდოდა შემეგროვებინა და გამომეფინა ფიქციური ისტორიის რეალური ობიექტები მუზეუმში და დამეწერა ამ ობიექტებზე დაფუძნებული რომანი“ - თქვა მან.[4] ფამუქი აცხადებს, რომ მუზეუმში გამოფენილი ობიექტებიდან ზოგიერთი ეკუთვნოდა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, ხოლო სხვები სტამბოლის სხვა ადგილებში იპოვეს, ან მთელი მსოფლიოდან შეაგროვეს.[4] თუმცა, მან არ დააზუსტა, რომელი ობიექტები არის უშუალოდ დაკავშირებული მის საკუთარ ცხოვრებასთან; ის გამოკვეთს, რომ მუზეუმის ნარატივი უნდა ასახავდეს რომანის ნარატივს და არა მის საკუთარს, რადგან აცხადებს: „ეს არ არის ორჰან ფამუქის მუზეუმი“.[5]

მას შემდეგ, რაც რომანი 2008 წელს თურქულ ენაზე გამოქვეყნდა, მუზეუმის კოლექცია დაგვირგვინდა მხატვრების, დიზაინერებისა და არქიტექტორების მულტიდისციპლინური გუნდის მონაწილეობით. იგი გაიხსნა 2012 წლის აპრილში[5] და ახლა შეიცავს ათასზე მეტ ობიექტს.

მუზეუმი მდებარეობს თურქეთში, სტამბოლში, ბეიოღლუს უბნის ჩუქურჯუმას სამეზობლოში. იგი განთავსებულია XIX საუკუნის ხის სახლში.[3][5]

მუზეუმი მდებარე სტამბოლის იმ უბანში, რომელიც ცნობილია ძველი ანტიკვარიატის მაღაზიებით, რომლებიც მის ვიწრო ქუჩებს ანათებს, ასახავს 1970-იანი წლების სტამბოლის ზედა ფენის ყოველდღიური ობიექტების ხასიათს.[6] იგი შედგება საჩვენებელი ექსპონატების სერიისგან, რომელთაგან თითოეული შეესაბამება რომანის 83 თავიდან ერთ-ერთს.[7] ნარატივის მიხედვით, ეს ობიექტები შეაგროვა და მოაწყო ქემალმა, რომანის მთავარმა გმირმა, რადგან ისინი დაკავშირებულია მის მოგონებებთან ფიუსუნის შესახებ, მისი საყვარელი ქალის, რომელიც მთელი რომანის განმავლობაში გვხვდება.[3] ექსპონატები მოიცავს დიდ შუშის ვიტრინას, რომელიც შეიცავს 4,213 სიგარეტს, თითოეული მოწეული ფიუსუნის მიერ, სამარილეების კოლექციას და სტამბოლის იმ ქუჩების ნახატებსა და რუკებს, სადაც სიუჟეტი ვითარდება.[4][5] მუზეუმის ოთხივე სართულზე ყველაფერი მიუთითებს რომანზე და იმ ეპოქაზე, რომელიც წიგნია გადმოცემულიშ.[5] მიუხედავად მუზეუმისა და რომანის დაწყვილებისა, ფამუქი ამბობს, რომ მათი შეცნობა შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად: „ისევე როგორც რომანი სრულად გასაგებია მუზეუმში ვიზიტის გარეშე, ასევე მუზეუმი არის ადგილი, რომლის მონახულება და გამოცდა შესაძლებელია დამოუკიდებლად.“[4]

ფამუქმა მუზეუმისა და რომანის იდეა პარალელურად თავიდანვე განავითარა; მუზეუმი არ არის რომანზე დაფუძნებული და ანალოგიურად, რომანი არ დაწერილა მუზეუმის ასახვის საშუალებით.[8] ამ ორს შორის ხაზების ბუნდოვნება გამოკვლეულია როგორც რომანში უდანაშაულობის მუზეუმი, ასევე მუზეუმის კატალოგში, ობიექტების უდანაშაულობა.[4] 1990-იანი წლების დასაწყისში ფამუქმა დაიწყო წარსულის ობიექტების შეგროვება, რომლებსაც ხედავდა და მოსწონდა ძველმანების მაღაზიებსა და მეგობრების სახლებში, თანდათან აყალიბებდა ნარატივს, რომელიც ერთად გახდებოდა უდანაშაულობის მუზეუმი. თუ ხედავდა ობიექტს, რომელიც, მისი აზრით, შეეფერებოდა რომანს ძველმანების მაღაზიაში, ყიდულობდა მას და აღწერდა ტექსტში. შეიძლებოდა შემთხვევით აღმოეჩინა ობიექტი, რომელიც შთააგონებდა რომანში ახალ ამბავს; ან შეიძლებოდა ეძებდა ობიექტებს, რათა შეეფერებინა უკვე არსებული ამბისთვის.[8]

მუზეუმების მანიფესტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ობიექტების უდანაშაულობაში“, კატალოგში რომელიც აღწერს ნოველა-მუზეუმის შექმნას, ფამუქი გვთავაზობს მუზეუმების მანიფესტს. ის მოუწოდებს "დიდ ეროვნულ მუზეუმებს, როგორიცაა ლუვრი და ერმიტაჟი" შეცვლას „უფრო პატარა, უფრო ინდივიდუალისტური და უფრო იაფი“ მუზეუმებით, ისტორიების ადგილას ამბების მოთხრობთ. ფამუქის აზრით მუზეუმი უნდა მუშაობდეს თავისი შესაძლებლობით „გამოავლინოს ინდივიდების ადამიანურობა“.[4]

გამოფენები საზღვარგარეთ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 2024/2025 DOX, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, პრაღა[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ European Museum of the Year Award. ციტირების თარიღი: 2021-04-25
  2. 1 2 Pamuk, Orhan. "Orhan Pamuk on His Museum of Innocence in Istanbul", The Daily Beast, New York, 27 August 2012. Retrieved on 13 June 2013.
  3. 1 2 3 Pamuk, Orhan (2009). "The Museum of Innocence". Alfred A. Knopf, New York. ISBN 9789750506093.
  4. 1 2 3 4 5 6 Pamuk, Orhan (2012). "The Innocence of Objects: The Museum of Innocence, Istanbul". Alfred A. Knopf, New York. ISBN 9781419704567.
  5. 1 2 3 4 5 Kennedy, Michael. "Turkish Writer Opens Museum Based on Novel", The New York Times, New York, 29 April 2012. Retrieved on 13 June 2013.
  6. ↑ Gilbert, Sarah. "Top 10 Guide to Çukurcuma, Istanbul", The Guardian, London, 15 June 2012. Retrieved on 13 June 2013.
  7. ↑ Poynor, Rick. "The Museum of Communicating Objects" დაარქივებული 2014-04-04 საიტზე Wayback Machine. , The Design Observer Group, 5 October 2012. Retrieved on 13 June 2013.
  8. 1 2 Official website (English). Retrieved 26 June 2013.
  9. ↑ Orhan Pamuk: The Consolation of Objects, DOX, Prague