ბეზენგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ულუჩირანი)
ბეზენგი
კოორდინატები: 43°03′25″ ჩ. გ. 43°05′49″ ა. გ. / 43.05694° ჩ. გ. 43.09694° ა. გ. / 43.05694; 43.09694
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ყაბარდო-ბალყარეთი
ქედი კავკასიონი
ფართობი 36 კმ²
სიგრძე 17,6 კმ
ტიპი ხეობური
ბეზენგი — რუსეთი
ბეზენგი
ბეზენგი — ყაბარდო-ბალყარეთი
ბეზენგი

ბეზენგი, ულუჩირანი — რთული ხეობის ტიპის მყინვარი რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ეშვება შხარისა და ჯანღის მწვერვალებიდან 2000 მ სიმაღლემდე. ფართობი 36 კმ², სიგრძე 17,6 კმ, ენისა დაახლოებით 9 კმ. მყივნარის ენის დიდი ნაწილი დაფარულია მორენებითა და ნატეხებით. ბეზენგიდან იწყება მდინარე ბეზენგის ჩერეკი (მდინარე ბაქსანის აუზი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]