ულრიკა მაინჰოფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ულრიკა მაინჰოფი
გერმ. Ulrike Marie Meinhof
Ulrike Meinhof als junge Journalistin (retuschiert).jpg
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი 1934(1934-10-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი ოლდენბურგი
გარდაცვალების თარიღი 9 მაისი 1976(1976-05-09)[1] [2] [3] [4] [6] [7] (41 წლის)
გარდაცვალების ადგილი შტუტგარტი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
განათლება მიუნსტერის უნივერსიტეტი
მამა Werner Meinhof
დედა Ingeborg Meinhof
მეუღლე/ები Klaus Rainer Röhl
შვილ(ებ)ი Bettina Röhl და Regine Röhl

ულრიკა მარია მაინჰოფი (გერმ. Ulrike Marie Meinhof, დ. 7 ოქტომბერი 1934, ოლდენბურგი, გერმანია — გ. 9 მაისი, 1976, შტუტგარტი, გფრ) — დასავლეთგერმანელი ტერორისტი, ჟურნალისტი, პედაგოგი, სოციოლოგი და დოკუმენტალისტი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე, წითელი არმიის ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი და თეორეტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ულრიკა მაინჰოფი დაიბადა 1934 წლის 7 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ოლდენბურგში. მისი დიდი პაპა. ფრიდრიხ მაინჰოფი, ლუთერანული ეკელსიის პასტორი იყო სოფელ ბარცვიცში (ამჟამად ბაჟოვიცე), პომერანიაში. პაპაც ასევე იქ მსახურობდა პასტორად, პაპის ძმა კარლ მაინჰოფი (1857-1944 წწ.) აფრიკაში მისიონერად მუშაობდა და გახდა გერმანული აფრიკანიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიღუპამ თავისი ერთ-ერთი ხანგრძლივი მოგზაურობოს დროს. ოფიციალური ვერსიის მიხედვით მოკლეს, თუმცა არაოფიციალური ვერსიის თანახმად იგი კანიბალიზმით დაკავებულმა ტომებმა შეჭამეს. ულრიკას შობლები იყვნენ ისტორიკოს-ხელოვნებათმცოდნეები. მამამისი, ვერნერ მაინჰოფი (1901-1940 წწ.) 1930 წლიდან იყო ფაშისტური ორგანიზაციის „გერმანული კულტურისათვის ბრძოლის კავშირის“ წევრი. 1933 წელს იგი გახდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის წევრი. ულრიკა 6 წლის იყო მამა რომ გარდაეცვალა. 1948 წელს გარდაიცვალა დედამისიც ინგებორგა და გოგონაზე მეურვეობა იკისრა რენატა რიმეკმა, ცნობილმა ისტორიკოსმა, პედაგოგმა და პაციფისტური პარტიის „მსოფლიო გერმანელთა პარტიის“ დამაარსებელმა.

1955 წელს ჩაირიცხება მარბურგის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ფილოსოფიას, პედაგოგიკასა და გერმანისტიკას, თუმცა უნივერსიტეტში არსებულ ატმოსფეროს ვერ შეეგუა და 1957 წელს გადავიდა მიუნსტერის უნივერსიტეტში, სადაც გაიცნო ესპანელი მემარცხენე ფილოსოფოსი მანუელ საკრისტანი, რომელმაც მოგვიანებით მისი ნაშრომები ესპანურ ენაზე თარგმნა.

მიუნსტერში გახდა ატომური განიარაღების საუნივერსიტეტო მოძრაობის ლიდერი. 1958 წელს ხდება გერმანელი სტუდენტების სოციალისტური კავშირის წევრი, ასევე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ეწევა ჟურნაისტიკურ და პუბლიცისტიკურ მოღვაწეობას.

1959 წლიდან თანამშრომლობს ჰამბურგში გამომავალ ჟურნალ Konkret-თან. 1960 წელს ხდება ამ ჟურნალის მთავარი რედაქტორი. 1961 წელს ცოლად გაყვება ჟUრნალის გამომცემელს კლაუს რაიონერს,მათ შეეძინებათ ტყუპი გოგო.

1960-იანი წლების დასაწყისში დასავლეთგერმანელ ჟურნალისტთა შორის ყველაზე ცნობილი ჟურნალისტია. ამავე პერიოდში ხდება ანტიფაშისტური და ანტიატომური მოძრაობის ლიდერი, ასევე ეწინააღმდეგება ვიეტნამის ომსა და გფრ-ში ანტიდემოკრატიული „საგანგებო კანონების“ მიღებას. 1969 წელს წყვეტს თანამშრომლობას ჟურნალ Konkret-თან.

1970 წელს მაინჰოფი ორგანიზებას უწევს მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ანდრეას ბაადერას შეიარაღებული გათავისუფლების პროცესს. გათავისუფლების მომენტში გახსნილი ცეცხლის დროს მძიმედ დაჭრეს 3 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი. ამ ამბების შემდეგ ულრიკას სამხედრო ნათლობა ხდება იატაკქვეშეთში. იგი ხდება წითელი არმიის ფრაქციის დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი.

ხანგრძლივი ძებნის შემდეგ 1972 წლის 15 ივნისს მაინჰოფი დააპატიმრეს. 1974 წლის ნოემბერში მიუსაჯეს 8 წლიანი პატიმრობა ა. ბაადერას გათავისუფლებისას მომხდარი ამბების გამო. 1976 წლის 9 მაისს იგი მკვდარი იპოვეს საკუთარ კამერაში, შტუტგარტში მდებარე შტამჰაიმის განსაკუთრებული რეჟიმის ციხეში. მისი მომხრეები ულრიკას სიკვდილში გფრ-ის გენერალურ პროკურატურას ადანაშაულებდნენ.

ოფიციალური ვერსიით მაინჰოფმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქრისტიანული ეკელსიაც ეწინააღმდეგება მაინჰობის თვითმკვლელად გამოცხადებას და მას კრძალავენ ეკლესიის ეზოში მდებარე სასაფლაოზე მარიენდორფში. ულრიკა მაინჰოფის დაკრძალვის ცერემონია მასობრივი პროტესტის დემონსტრაციად გადაიქცა. ანალოგიური დემონსტრაციები გაიმართა მსოფლიოს ბევრ ქალაქში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118580175 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Discogs — 2000.
  4. 4.0 4.1 filmportal.de — 2005.
  5. FemBio: Банк данных о выдающихся женщинах, Frauerdatenbank
  6. 6.0 6.1 Munzinger-Archiv — 1913.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია