შინაარსზე გადასვლა

ულპია-ტრაიანა-სარმიზეგეტუზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ტაძარი

ულპია-ტრაიანა-სარმიზეგეტუზა (ლათ. Colonia Ulpia Traiana Augusta Dacica Sarmizegetusa) — რომაული დაკიის დედაქალაქი. სახელწოდება მიიღო იმპერატორ ტრაიანეს პატივსაცემად. II საუკუნის დასასრულს ქალაქის ფართობი 30 ჰა, ხოლო მოსახლეობა 30 000 იყო.

დაარსებულია დაახლოებით 106–111 წლებში. თავდაპირველად იყო რომის უმთავრესი სამხედრო ბანაკი. აქ მდებარეობდა რომის იმპერიის მეხუთე მაკედონური რეგიონი.

რომაელების წასვლის შემდეგ ქალაქმა სწრაფად დაიწყო დაქვეითება და V საუკუნეში თითქმის გაუკაცრიელდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]