ულვაშა გოჭალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ულვაშა გოჭალა

Barbatula barbatula
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  გოჭალასებრნი
გვარი:  ულვაშა გოჭალა
ლათინური სახელი
Barbatula (Linck, 1790)

ულვაშა გოჭალა (ლათ. Barbatula) — მტკნარი წყლის თევზების გვარი. მათი სხეულის სიგრძე 10–22 სმ-ია, ტანი დაბალი, თითისტარასებრი და ლორწოთი დაფარულია. შეფერილობა ნარინჯისფერი, ოქროსფერი ან მოყვითალოა, აყრია მუქი ლაქები (განსაკუთრებით ფარფლებზე). პირი პატარაა, ქვემოთ განლაგებული, 6 ცალი ულვაშით. საცურავი ბუშტი მთლიანად ძვლოვან კაფსულაშია მოთავსებული. ფსკერის თევზებია; იკვებებიან უხერხემლოებით, მწერების მატლებით, მცენარეული საკვებით. ზამთარში იფლობიან შლამში, იტანენ წყალსატევების დროებით ამოშრობებს; მგრძნობიარეები არიან ამინდის ცვალებადობისადმი.[1] ცნობილია 20-მდე სახეობა.[2] ძირითადად ბინადრობენ ინდოეთის, ჩინეთის, მონღოლეთისა და ტიბეტის მდინარეების ზემო და შუა წელზე.[1] საქართველოში გვხვდება ქვესახეობა კავკასიური გოჭალა (Barbatula barbatula caucasicus).[3] სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვთ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Решетников Ю. А. Барбатулы // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 37.
  2. Species of Barbatula. FishBase. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2021
  3. ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ.: ემ-პი-ჯი, 2014. — გვ. 74–75, ISBN 978-9-94193-023-2.