ულა ჰანსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ულა ჰანსენი
დაბადების თარიღი 21 მაისი, 1958(1958-05-21) (65 წლის)
დაბადების ადგილი სტოკჰოლმი
საქმიანობა მწერალი და ბიოლოგი
მოქალაქეობა  შვედეთი
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი

ულა ჰანსენი (დ. 21 მაისი, 1958) — შვედი ბიოლოგი, კერამიკოსი და მწერალი. პროფესორი. იგი ცნობილია მოთხრობების კრებულით „თავისუფლების ქანდაკების მიღმა“, რომელიც შეიცავს 25-მდე ნოველასა და მინიატურას. ულას ნაწარმოებების ძირითადი თემაა აშშ-ს პოსტმოდერნული ცხოვრება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჰანსენმა, როგორც ბიოლოგიის დამოუკიდებელმა მკვლევარმა, ცხოვრების დიდი ნაწილი სტოკჰოლმში გაატარა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ულა ჰანსენი დაიბადა სტოკჰოლმში 1958 წლის 21 მაისს და 6 წლამდე დეიდასთან ცხოვრობდა. ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში „ჩვენ აღარ გვინდა მეტი კოკა-კოლა“ („თავისუფლების ქანდაკების მიღმა“, 2006, მაისი), ულა ჰანსენი ამ ფაქტს მიიჩნევს მთავარ მოტივაციად მისი პირველი ნოველისათვის „ბურგერები ჭამენ ამერიკას“. ჰანსენი ხის პატარა სახლში სოფელში ცხოვრობდა. ის დადიოდა რეეტვიკის სკოლაში და იქ მისასვლელად ყოველდღიურად თხილამურებს იყენებდა. პატარა იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. მისი მამა ალექსანდერი კი შეირაღებული ძარცვის გამო პატიმრობაში იმყოფებოდა და იქვე დაიღუპა კიდეც 1970 წელს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ულა ჰანსენი ბავშვობაში ხატვით იყო გატაცებული, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ 16 წლის ასაკში - მან დაიწყო თიხისაგან სკულპტურების გამოძერწვა. ეს დღეს მისი მეორე სამსახურია. გარდა ამისა, მან დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი 1980 წელს და ამჟამად, როგორც ბიოლოგიის პროფესორი, მუშაობს ბოსტონის უნივერსიტეტში. 35 წლის ასაკში, ულა ჰანსენმა მოულოდნელად მწერლის კარიერაც დაიწყო და მისი პირველი ნოველა „ბურგერები ჭამენ ამერიკას“ დაწერა. ჯერჯერობით ეს მის მიერ გამოცემული ერთადერთი წიგნია, რომელიც 25-მდე ნოველასა და მინიატურას შეიცავს.

ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ულა ჰანსენის ნოველების მთავარი თემა აშშ-ს პოსტმოდერნული ცხოვრებაა. ის წერს მაკდონალდსის, კოკა-კოლის, მიკი მაუსის, გლობალიზაციის, სიკვდილის, გაჭირვების შესახებ. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნოველა „ბურგერები ჭამენ ამერიკას“ აღწერს ისტორიას მარკუს ბერგმანისა (18 წლის ბიჭი), რომელიც ესტუმრება ამერიკის შეერთებულ შტატებს და აღმოაჩენს, რომ მისი უამრავი მოქალაქე ზედმეტად არის გასუქებული. ერთადერთი, ვინც მათგან განსხვავდება, თავად მარკუსია. ეს ნოველა არის დაპირისპირება ინდივიდსა და საზოგადოებას შორის.

ნოველების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბურგერები ჭამენ ამერიკას, 1993.
  • მიკი მაუსის ღიმილის ბნელი მხარე, 1994.
  • თავისუფლების ქანდაკების მიღმა, 1995.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]