ულა სვენსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Ola

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ულა ნილს ჰოკან სვენსონი
აგრეთვე ცნობილი როგორც Brother Leo, Ola
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1986 (1986-02-23) (38 წლის)
დაბ. ადგილი ლუნდი, შვედეთი
წარმოშობა შვედეთის დროშა შვედეთი
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი
ლეიბლ(ებ)ი Columbia Records, Oliniho Records
საიტი brother-leo.com
ულა სვენსონი ვიკისაწყობში

ულა სვენსონი (შვედ. Ola Svensson; დ. 23 თებერვალი, 1986, ლუნდი, შვედეთი), უფრო ცნობილი როგორც Ola — შვედი პოპ-მომღერალი და სიმღერების ავტორი.

თავისი კარიერა ულამ დაიწყო Universal Music-ში, მაგრამ 2010 წლის ივნისში მან დააარსა საკუთარი ხმის ჩამწერი ლეიბლი OLINIHO Records.[1] 2006 წელს სვენსონმა გამოსცა თავისი პირველი სტუდიური ალბომი, და მას შემდეგ კიდევ გამოსცა ოთხი ალბომი და რამდენიმე სინგლი, მათგან 8 იყო პირველ ადგილზე შვედურ სიმღერების / ალბომების ჩარტში, და ამდენივე გახდა ოქროს / პლატინის გაყიდვების მიხედვით. 2011 წელს მისმა კონპანიამ ხელი მოაწერა რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის Ultra Records-თან აშშ-ში და 3BEAT-თან დიდ ბრიტანეთში.[2][3] სწორედ ეს იყო ულას საერთაშორისო წარმატების დასაწყისი. 2012 წელს ულამ ხელი მოაწერა კონტრაქტს Sony Music-თან, რის შემდეგაც გამოიცა მისი რამდენიმე სინგლი და ალბომი Carelessly Yours ევროპის მასშტაბით. ალბომის წარმოების დროს სვენსონი თანამშრომლობდა ისეთ კომპოზიტორებთან და პროდიუსერებთან, როგორებიცაა Shellback, Klas Åhlund და პატრიკ ბერგერი. 2018 წლიდან მღერის , 27 ივლისს გამოსცა გამოსცა პირველი სინგლი Strangers On An Island ახალი სასცეცნო სახელით Brother Leo. [4][5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

5 წლის ულამ დაიწყო პიანინოზე დაკვრა „ლუნდის მუსიკის მუნიციპალურ სკოლაში“. 9 წლის ასაკში ის შეურთდა ბიჭების გუნდს მის მშობლიურ ქალაქ ლუნდში. მუსიკის გარდა მის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა ფეხბურთი. ის პროფესიონალურად თამაშობდა Trelleborg FF-ში, და მოგვიანებით კლუბ Vasalund-ში. 11 წლის სვენსონმა ითამაშა მთავარი როლი ოპერაში ჯადოსნური ფლეიტა, რომელიც დაიდგა ქალაქ მალმეს თეატრში ფილიპ ზანდენის რეჟისორობით.[6]

2005 წელს ულამ მიიღო მონაწილეობა პროექტში Swedish Idol, რომელშიც მან მერვე ადგილი დაიკავა.

2006 წლის აპრილში მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი Rain, რომელმაც მიაღწია პირველ ადგილს შვედურ სიმღერების ჩარტში,[7] ხოლო 31 მაისს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი Given To Fly, რომელმაც მიაღწია პირველ ადგილს შვედურ ალბომების ჩარტში.[8]

2007 წლის 7 ივნისს გამოვიდა ულას პირველი სინგლი მეორე ალბომიდან „Natalie“. სიმღერა 5 კვირის მანძილაზე იყო შვედური მუსიკალური ჩარტების სათავეში [9] და გაყიდვების მიხედვით გახდა პლატინის.[10] სიმღერა ჟღერდა 13 ქვეყნის რადიოში. ალბომი Good Enough გამოიცა 2007 წლის შემოდგომაზე, და მიაღწია მეორე ადგილს ალბომების ჩარტებში შვედეთში.[11]

14 გრემისა და Rockbjörn-ის ნომინაციების შემდეგ, 2009 წლის იანვარში სვენსონმა მოიგო Rockbjörnen-ი სიმღერისთვის „Feelgood“ კატეგორიაში „წლის სიმღერა 2008“. სინგლი გაიყიდა 40,000 ალსად და მიენიჭა ორმაგი პლატინის სტატუსი.[12][13][14]

2009 წლის 22 ივნისს ულამ გამოუშვა სიმღერა „Sky's the limit“, რომელმაც ასევე დაიკავა პირველი ადგილი ჩარტებში და მიიღო ოქროს სტატუსი [15] 2009 წლის შემოდგომაზე ულამ მიიღო მონაწილეობა გუნდების შეჯიბრში, სადაც მან, თავის გუნდთან Team Ola-სთან ერთად გაიმარჯვა. მოგებული თანხით 500.000 შვედური კრონით, ის დაეხმარა ლტოლვილთა საქველმოქმედო ორგანიზაცია Tamam-ს.[16]

2010 წლის ზაფხულში სვენსონმა გამოაცხადა, რომ ის ქმნიდა თავის საკუთარ ხმის ჩამწერ ლეიბლს Oliniho Records-ს.[1][17] პირველი ალბომი,რომელიც მან საკუთარი ლეიბლით გამოსცა, იყო თავისივე სახელის OLA, რომელიც პირდაპირ ავიდა შვედური ალბომების ჩარტების სათავეში.[18] ამ ალბომზე მუშაობისას, ულა თანამშრომლობდა ალექსანდერ კრონლუნდთან და ინგლისელ მომღერალ Labrinth-თან. სინგლები „Unstoppable“ და „Overdrive“ გახდა #1 ჰიტები,[19][20] და მესამე სინგლი „All Over The World“ ბრიტანულმა მუსიკალურმა საიტმა Scandipop-მა დააჯილდოვა საუკეთესო სკანდინავური პოპ სიმღერის სტატუსით.[21]

2011 წელს ულამ / OLINIHO Records-მა ხელი მოაწერა კონტრაქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის 3Beat-თან ინგლისში, David Gresham Records-თან სამხრეთ აფრიკაში და Ultra Records-თან აშშ-ში.[2][3][22]

2011 წლის აგვისტოში ალბომი OLA გამოიცა სამხრეთ აფრიკაში.[23] შემოდგომაზე, სიმღერა „All Over The World“ მოხვდა სხვადასხვა ქვეყნის მარკეტებში. სინგლი მოხვდა ჩარტებში, მიაღწია #36 ადგილს Billboard Dance Chart-ში აშშ-ში,[24][25] და გახდა 2011 წლის შემოდგომის ყველაზე პოპულარული სიმღერა BBC Radio One-ზე Scott Mills-ის „Ready for the Weekend“ გადაცემაში, ინგლისში. ვიდეო „All Over The World“ იყო ძალიან წარმატებული, და ის გახდა 2011 წლის ყველაზე პოპულარულები ვიდეო 4 Music-სა და The Box-ზე დიდ ბრიტანეთში.

Ola და „All Over The World“ აღიარებული იქნა საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე, და პერის ჰილტონი იყო ერთ-ერთი მათგანი,ვინც შეაქო სვენსონი,სინგლი და ვიდეო.[26]

2012 წლის მაისში ულამ გამოსცა სინგლი „I´m In Love“ შვედეთში, და ის პირდაპირ გავიდა პირველ ადგილზე iTunes-ში.[27] ეს სიმღერა დაწერილა ულა სვენსონის მიერ, Shellback-თან თანამშრომლობით. ივლისში OLINIHO Records-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას Sony Music-თან. პირველი რელიზი იყო სიმღერა „I'm In Love“, რომელიც გამოვიდა 2012 წლის ოქტომბერში. სინგლი მოხვდა მთელი ევროპის ჩარტებში.[28] 2013 წლის აგვისტოში ულამ გამოაცხადა,რომ სინგლი გახდა ორმაგი პლატინის მფლობელი იტალიაში.[29] დღეს ამ სიმღერის ვიდეოს აქვს 18 მლნ.ნახვა YouTube-ზე.[30]

2013 წლის აგვისტოში სვენსონმა გამოუშვა სინგლი „Maybe“ შვედეთში, რომელიც ავიდა #3 ადგილზე iTunes-ში.[31][32] ამავე სიმღერის პრემიერა გაიმართა მუსიკალურ საიტ Gaffa-ზე.[33]

სინგლი ნომერი სამი იყო „Tonight I'm Yours“, რომელიც გამოვიდა შვედეთში 2013 წლის ოქტომბერში. ამ სიმღერის ვიდეო გაკეთდა მსახიობ ასა რიტონთან ერთად, და მისი პრემიერა გაიმართა შვედურ მუსიკალურ ბლოგ PSL-ზე.[34]

2014 წლის 15 იანვარს, ულამ გამოუშვა თავისი მეოთხე ალბომი Carelessly Yours შვედეთში. ის პირველივე კვირას მოხვდა #4 ადგილზე შვედურ ალბომების ჩარტში.[35] ამ ალბომში სვენსონი არის ყველა სიმღერის ავტორი, და ზოგიერთი მათგანის პროდიუსერი. პარტნიორები ამ ალბომის წარმოებაში არიან Shellback, Klas Åhlund და პატრიკ ბერგერი.

უახლესი სინგლი ამ ალბომიდან არის „Jackie Kennedy“,რომლის ვიდეოში ულა არის ჩაცმული როგორც ქალი.[36]

ულას სამი სინგლი იყო Europa Plus ჩარტში, და სამივე გახდა ჰიტი რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში.

სვენსონი შორს წავიდა თავის კარიერაში, მას ჰქონა 5 ტური შვედეთში, ხოლო 2013 და 2014 წლებში ულა პირველად წავიდა საკლუბო/საფესტივალო ტურნეში მთელს ევროპაში, სადაც მან იმღერა 20 ქვეყანაში.მან ასევე მონაწილეობა მიიღო ისეთ დიდ შოუებში,როგორებიცაა Muz TV პრემია, ფესტივალი Europa Plus live და ახალი ტალღა 2014.

რუსეთში 2014 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ულა იყო მიწვეული სოჭში, დიდ სცენაზე სამღერად. ისევე როგორც ემა გრინმა,მან დაარღვია ორმანიზატორების წესები და გამოიყენა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი მხარდაჭერა ლგბტ მოძრაობისადმი. ის ქადაგებდა თავისუფალ სიყვარულს პოლიტიკოსების და ხალხის წინაშე. „მე მინდა მივუძღვნა ჩემი ბოლო სიმღერა ყველა თქვენგანს,ვისაც გიწევთ ბრძოლა თქვენი სიქვარულისათვის“.[37][38]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი / სახელი / (პოზიცია)

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი / დასახელება / ქვეყანა (პოზიცია / გაყიდვები)

  • 2006Rain / შვედეთი (#1) [7]
  • 2006Brothers / შვედეთი (#4) [39]
  • 2007Natalie / შვედეთი (#1/პლატინა) [9][10]
  • 2007S.O.S / შვედეთი (#1/ოქრო) [40], პოლონეთი
  • 2008Feelgood / შვედეთი (#1/ორმაგი პლატინა) [13][14]
  • 2008Love in stereo / შვედეთი (#2/ოქრო) [41]
  • 2009Sky´s the limit / შვედეთი (#1/ოქრო) [15]
  • 2010Unstoppable / შვედეთი (#1/პლატინა) [19]
  • 2010Overdrive / შვედეთი (#1/პლატინა) [20]
  • 2010All Over The World / შვედეთი (#3/guld) [42], აშშ (Billboard #34) [24], დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ აფრიკა, რუსეთი, პოლონეთი, ესპანეთი
  • 2011Riot / შვედეთი (#3)
  • 2012I´m In Love / შვედეთი (#1) [27], იტალია (#1/ორმაგი პლატინა)[29], რუსეთი(#7), საბერძნეთი (#3), გერმანია (#12), პოლონეთი, ბელარუსი, ჩეხეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, შვეიცარია, რუმინეთი, თურქეთი (#19), უკრაინა, ნიდერლანდები, ავსტრია, უნგრეთი
  • 2013Maybe / შვედეთი (#3) [31]
  • 2013Tonight I´m Yours / შვედეთი (#3)
  • 2013Jackie Kennedy / იტალია (#3), რუსეთი (#9), პოლონეთი, უნგრეთი (#16), ბელარუსი, ბელგია, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, მალტა, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, რუმინეთი, თურქეთი, ნიდერლანდები
  • 2014Jackie Kennedy / შვედეთი (#5)
  • 2014Tonight I´m Yours / იტალია (#8)
  • 2014Rich & Young / იტალია (#6)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ola Svensson startar skivbolag
  2. 2.0 2.1 Oliniho Records skriver utlandskontrakt
  3. 3.0 3.1 Ola har signat med USA och UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2014-08-26.
  4. Introducing Brother Leo: Debut Single Strangers On An Island. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-01. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
  5. Aftonbladet: ”Idol”-Ola släpper nytt – under nytt namn თარგი:Sv ivon
  6. Good Company Biografi - Philip Zandén. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-02. ციტირების თარიღი: 2014-08-26.
  7. 7.0 7.1 Listplacering Rain
  8. 8.0 8.1 Listplacering Given to fly
  9. 9.0 9.1 Listplacering Natalie
  10. 10.0 10.1 Platinaskiva till Ola
  11. 11.0 11.1 Listplacering Good Enough
  12. Pristagare Rockbjörnen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-12. ციტირების თარიღი: 2020-12-29.
  13. 13.0 13.1 Listplacering Feelgood
  14. 14.0 14.1 Dubbel platina till Feelgood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2012-02-16.
  15. 15.0 15.1 Listplacering Sky´s the limit
  16. Körslagetvinsten till Tamam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-24. ციტირების თარიღი: 2014-08-26.
  17. Ola blir sin egen chef
  18. 18.0 18.1 Listplacering OLA
  19. 19.0 19.1 Listplacering Unstoppable
  20. 20.0 20.1 Listplacering Overdrive
  21. Vinnare av Scandipop Awards 2011
  22. Ola skriver avtal med USA och UK
  23. The David Gresham Record Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-30. ციტირების თარიღი: 2014-08-26.
  24. 24.0 24.1 Ola klättrar på Billboard
  25. Ola gör succé i USA
  26. Perez Hilton hyllar Ola. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-23. ციტირების თარიღი: 2014-08-26.
  27. 27.0 27.1 Listplacering iTunes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2014-08-26.
  28. Listplacering utomlands-I´m In Love
  29. 29.0 29.1 Certifikat-Ola-I´m in love (Välj Online i fältet Scegli la sezione. Välj Vecka -- och År ----. Skriv Ola fältet Artista. Klicka på Avvia la ricerca). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-30. ციტირების თარიღი: 2014-08-26.
  30. [1]
  31. 31.0 31.1 Listplacering iTunes (sök datum 2013-08-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-21. ციტირების თარიღი: 2014-08-26.
  32. Scandipop Maybe
  33. Videosläpp Maybe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-08-26.
  34. Musikbloggen PSL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-29. ციტირების თარიღი: 2014-08-26.
  35. 35.0 35.1 Listplacering Carelessly Yours
  36. Scandipop-Jackie Kennedy
  37. SVT intervju ang Sotji
  38. Aftonbladet artikel
  39. Listplacering Brothers
  40. Listplacering S.O.S
  41. Listplacering Love in stereo
  42. Listplacering All Over The World