ულახან-სისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ულახან-სისი
რუს. Улахан-Сис
კოორდინატები: 69°30′ ჩ. გ. 149°42′ ა. გ. / 69.500° ჩ. გ. 149.700° ა. გ. / 69.500; 149.700
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სახა (იაკუტია)
უმაღლესი წერტილი 754 მ
სიგრძე 160 კმ
ამგებელი ქანები გრანიტები, ქვიშაქვები, ეფუზივებით
ულახან-სისი — რუსეთი
ულახან-სისი
სურათები ვიკისაწყობში

ულახან-სისი[1] (რუს. Улахан-Сис) — ქედი რუსეთში, იაკუტიაში (სახაში). წარმოადგენს პოლოუსის ჭიუხის გაგრძელებას. გადაჭიმულია მდინარე ინდიგირკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 160 კმ-ზე, მდ. სუნდრუნის სათავეებამდე, მდინარეების ერნისა და შანდრინის (ჩრდილო-დასავლეთში) და ხატისტახისა და არგა-იურიახის (სამხრეთ-აღმოსავლეთში) შუამდინარეთში. სიმაღლე 754 მეტრამდე. აგებულია გრანიტებით, დევონური ქვიშაქვებითა და ეფუზივებით. ხეობათა ფსკერზე ადგილ-ადგილ მეჩხერი ფოთლოვანი ტყეა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 209.
  2. Улахан-Сис // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 26 — М., 1977.